1. ამ შეთანხმების მე-7 და მე-14 მუხლების დებულებათა მიუხედავად, შემოსავალი, რომელსაც იღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც ხელოვნების მუშაკი, კერძოდ, როგორც თეატრის, კინოს, რადიოს ან ტელევიზიის მსახიობი ან როგორც მუსიკოსი ან სპორტსმენი, მის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული პირადი საქმიანობიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც შემოსავალი პირადი საქმიანობიდან, რომელსაც ახორციელებს ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენი, ერიცხება არა თვით ხელოვნების მუშაკს ან სპორტსმენს, არამედ სხვა პირს, მაშინ ეს შემოსავალი შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ხორციელდება ხელოვნების მუშაკის ან სპორტსმენის საქმიანობა.

3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტების დებულებები არ გამოიყენება ხელოვნების მუშაკის ან სპორტსმენების მიერ ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების მიმართ, თუ ამ სახელმწიფოში ვიზიტი მთლიანად ან ძირითადად დაფინანსებულია ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მათი ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების სახელმწიფოს სახსრებიდან. ასეთ შემთხვევაში შემოსავლები იბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენ