1. ამ შეთანხმების მე-7 და მე-14 მუხლების დებულებების მიუხედავად, შემოსავალი, რომელსაც იღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც ხელოვნების მუშაკი, კერძოდ, როგორც თეატრის, კინოს, რადიოს ან ტელევიზიის მსახიობი ან მუსიკოსი, ან როგორც სპორტსმენი, მის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული პირადი საქმიანობიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც შემოსავალი პირადი საქმიანობიდან, რომელსაც ახორციელებს ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენი, ერიცხება არა თვით ხელოვნების მუშაკს ან სპორტსმენს, არამედ სხვა პირს, მაშინ ეს შემოსავალი, ამ შეთანხმების მე-7 და მე-14 მუხლების დებულებების მიუხედავად, შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ხორციელდება ხელოვნების მუშაკის ან სპორტსმენის საქმიანობა.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 დებულებები არ ვრცელდება ხელოვნების მუშაკების და სპორტსმენების მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალზე, იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი საქმიანობა დაფინანსებულია ერთ-ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საზოგადოებრივი ფონდების, პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფის ან ადგილობრივი ხელისუფლების მიერ. თუ საქმიანობა ამგვარი გზით ხორციელდება, მაშინ ხელოვნების მუშაკების და სპორტსმენების მიერ მიღებული შემოსავალი ან მოგება დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც ისინი წარმოადგენე