1. ამ შეთანხმების მე-14 და მე-15 მუხლების დებულებების მიუხედავად, შემოსავალი, რომელსაც იღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც ხელოვნების მუშაკი, კერძოდ, როგორც თეატრის, კინოს, რადიოს ან ტელევიზიის მსახიობი, ან მუსიკოსი, ან როგორც სპორტსმენი, მის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული პირადი საქმიანობიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც შემოსავალი პირადი საქმიანობიდან, რომელსაც ახორციელებს ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენი, ერიცხება არა თვით ხელოვნების მუშაკს ან სპორტსმენს არამედ სხვა პირს, მაშინ ეს შემოსავალი, ამ შეთანხმების მე-7, მე-14 და მე-15 მუხლების დებულებების მიუხედავად, შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ხორციელდება ხელოვნების მუშაკის ან სპორტსმენის საქმიანობა.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 დებულებები არ ვრცელდება, ხელოვნების მუშაკების და სპორტსმენების მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალზე, იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი საქმიანობა დაფინანსებულია ერთ-ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საზოგადოებრივი ფონდების, პოლიტიკური ქვედანაყოფის ან ადგილობრივი ხელისუფლების მიერ. თუ საქმიანობა ხორციელდება ამგვარი სახით, ამ შემთხვევაში, მიღებული შემოსავალი უნდა დაიბეგროს მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენ
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ · რედაქცია 24.08.2011
მუხლი 17. ხელოვნების მუშაკები და სპორტსმენები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 10. დივიდენდები
- მუხლი 11. პროცენტი
- მუხლი 12. როიალტი და ტექნიკური მომსახურების გადასახდელი
- მუხლი 13. შემოსავლები კაპიტალის მატებიდან
- მუხლი 14. დამოუკიდებელი პირადი მომსახურება
- მუხლი 15. დამოკიდებული პირადი მომსახურება
- მუხლი 19. საჯარო სამსახური
- მუხლი 20. სტუდენტები
- მუხლი 21. პროფესორები, მასწავლებლები და მეცნიერ-მუშაკები
- მუხლი 22. სხვა შემოსავლები
- მუხლი 23. კაპიტალი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“, მუხლი 17, №0, 24.08.2011, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016074 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.08.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1555371/muxli-17/