1. ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოშობილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. ამასთან, ასეთი პროცენტი შეიძლება დაიბეგროს აგრეთვე იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ის წარმოიქმნება, ამ სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ პროცენტის ბენეფიციური მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ ასეთი სახით დაკისრებული გადასახადის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს პროცენტის მთლიანი თანხის 10 პროცენტს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის დებულებათა მიუხედავად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ გადახდილი პროცენტები არ იბეგრება ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ პროცენტების ბენეფიციურ მფლობელს წარმოადგენს და მიღებულია:
a) საქართველოს შემთხვევაში:
(i) მთავრობის, ან ადგილობრივი ხელისუფლების მიერ; ან
(ii) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ; ან
(iii) ნებისმიერი სხვა სახელმწიფო სტრუქტურის, პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფის ან ინსტიტუტების მიერ, რომელთა განსაზღვრა და შეთანხმება მოხდება ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებს შორის წერილების გაცვლის გზით ; და
b) ინდოეთის რესპუბლიკის შემთხვევაში:
(i) მთავრობის, ან პოლიტიკური ქვედანაყოფის ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ; ან
(ii) ინდოეთის სარეზერვო ბანკის, ინდოეთის ექსპორტ-იმპორტის ბანკის, ინდოეთის უძრავი ქონების ეროვნული ბანკის მიერ; ან
(iii) ნებისმიერი სხვა დაწესებულების მიერ, რომელიც დროთადრო შეთანხმებული იქნება ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებს შორის წერილების გაცვლის გზით.
4. ტერმინი „პროცენტი” ამ მუხლში გამოყენებისას ნიშნავს შემოსავალს ნებისმიერი სახის სავალო მოთხოვნიდან, მისი იპოთეკური უზრუნველყოფისა და მოვალის მოგებაში მონაწილეობის უფლების არსებობის მიუხედავად. კერძოდ, შემოსავალს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებიდან და ობლიგაციებიდან ან სავალო ვალდებულებებიდან მათზე დარიცხული პრემიებისა და მოგებების ჩათვლით. ამ მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ჯარიმები დაგვიანებულ გადახდაზე პროცენტად არ განიხილება.
5. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტის დებულებები არ გამოიყენება, თუ პროცენტის ბენეფიციური მფლობელი არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიშობა პროცენტი იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან ახორციელებს ამ მეორე სახელმწიფოში დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ განთავსებული ფიქსირებული ბაზის მეშვეობით და სავალო მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც ხდება პროცენტის გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას ან ასეთ ფიქსირებულ ბაზას. შესაბამისად ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ შეთანხმების მე-7 ან მე-14 მუხლის დებულებები.
6. პროცენტი ითვლება ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოშობილად, თუ გადამხდელი არის ამ სახელმწიფოს რეზიდენტი. თუ პროცენტის გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ხელშემკვრელ სახელმწიფოში გააჩნია მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა, რომელთან დაკავშირებული ვალდებულებიდანაც წარმოიშვა გადახდილი პროცენტი და ამ პროცენტის ხარჯის მატარებელია ასეთი მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა, მაშინ პროცენტი ჩაითვლება იმ სახელმწიფოში წარმოშობილად, რომელშიც მდებარეობს ასეთი მუდმივი დაწესებულება ან ასეთი ფიქსირებული ბაზა.
7. თუ პროცენტის გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის, ან ორივე მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობის გამო, პროცენტის თანხა, იმ სავალო ვალდებულების გათვალისწინებით, რომლის საფუძველზეც ხდება მისი გადახდა, აჭარბებს თანხას, რომელიც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში, გადასახდელი თანხის ნამეტი ნაწილი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეთანხმების სხვა დებულებების გათვალისწინები