1. ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი როიალტი და ტექნიკური მომსახურების გადასახდელი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. ამასთან, როიალტი ან ტექნიკური მომსახურების გადასახდელი შეიძლება აგრეთვე დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ის წარმოოიქმნება, ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ როიალტის ან ტექნიკური მომსახურების გადასახდელის ფაქტობრივი მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რესიდენტს, მაშინ გადასახადის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს როიალტის ან ტექნიკური მომსახურების გადასახდელის მთლიანი თანხის 10 პროცენტს.
3. a)   ამ მუხლში გამოყენებისას, ტერმინი „როიალტი” ნიშნავს გადახდის ნებისმიერ სახეს, რომელიც ანაზღაურების სახით მიიღება ნებისმიერ ლიტერატურულ, ხელოვნების ან მეცნიერულ ნამუშევარზე საავტორო უფლებით სარგებლობისათვის ან სარგებლობის უფლებისათვის, მათ შორის, კინემატოგრაფიული ფილმების, ნებისმიერი პატენტის, სასაქონლო ნიშნის, პროექტის ან მოდელის, გეგმის, საიდუმლო ფორმულის ან პროცესის, ან  სამრეწველო, კომერციული ან მეცნიერული დანადგარების გამოყენების ან გამოყენების უფლებისთვის, ასევე სამრეწველო, კომერციული ან მეცნიერული გამოცდილების შემცველი ინფორმაციით სარგებლობისათვის ან სარგებლობის უფლებისთვის.
b) ამ მუხლში გამოყენებისას, ტერმინი „ტექნიკური მომსახურების გადასახდელი” ნიშნავს გადასახადის ნებისმიერ სახეს, გარდა მე-14 და მე-15 მუხლებში აღნიშნულისა, ადმინისტრაციული, ტექნიკური ან საკონსულტაციო მომსახურების გათვალისწინებით, მათ შორის, გატარებული ტექნიკური ან სხვა პერსონალის მიერ.
4. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტის დებულებები არ გამოიყენება, თუ როიალტის ან ტექნიკური მომსახურების გადასახდელის ბენეფიციური მფლობელი არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიქმნება როიალტი ან ტექნიკური მომსახურების გადასახდელი იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან ამ მეორე სახელმწიფოში ახორციელებს დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ განლაგებული ფიქსირებული ბაზის მეშვეობით და უფლება ან ქონება, რის საფუძველზეც ხდება როიალტის ან ტექნიკური მომსახურების გადასახდელის გადახდა, უშუალოდ არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან ან ასეთ ფიქსირებულ ბაზასთან. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ შეთანხმების მე-7 ან მე-14 მუხლის დებულებები.
5. a) როიალტი და ტექნიკური მომსახურების გადასახდელი წარმოშობილად ჩაითვლება ხელშემკვრელ სახელმწიფოში, როდესაც გადამხდელს წარმოადგენს სახელმწიფო, პოლიტიკური ქვედანაყოფი, პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფი, ადგილობრივი ხელისუფლება, ან ამ სახელმწიფოს რეზიდენტი. თუ როიალტის ან გადასახადის ტექნიკურ მომსახურებაზე გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ხელშემკვრელ სახელმწიფოში გააჩნია მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა, რომელთან დაკავშირებითაც წარმოიშვა როიალტის გადახდის ვალდებულება და ამგვარი როიალტის ხარჯის მატარებელია ასეთი მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა, მაშინ ჩაითვლება, რომ მსგავსი როიალტი წარმოიქმნა იმ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა.
c) თუ როიალტი ან ტექნიკური მომსახურების გადასახდელი, რომელიც განსაზღვრულია ქვეპუნქტ (a)-ში, არ წარმოიშვება არც ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, და როიალტის გამოყენება, ან გამოყენების უფლება, ქონების უფლება, ან ტექნიკური მომსახურების გაწევის უფლება ეკუთვნის ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოს, როიალტი ან გადასახადი ტექნიკურ მომსახურებაზე წარმოშობილად ჩაითვლება იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში.
6. თუ გადამხდელსა და ფაქტობრივ მფლობელს შორის, ან ორივე მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების გამო, როიალტის ან ტექნიკური მომსახურების გადასახადის თანხა, რომელიც დაკავშირებულია სარგებლობასთან, უფლებასთან ან ინფორმაციასთან, რომლის საფუძველზე ხდება მისი გადახდა, აჭარბებს თანხას, რაც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში გადასახდელი თანხის ნამეტი ნაწილი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეთანხმების სხვა დებულებების გათვალისწინები