1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ პროფესიული მომსახურების ან დამოუკიდებელი ხასიათის მქონე სხვა საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავალი იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, გარდა შემდეგი შემთხვევებისა, როდესაც ასეთი შემოსავალი შეიძლება ასევე დაიბეგროს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში:
a. ფიზიკურ პირს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში გააჩნია რეგულარულად ხელმისაწვდომი ფიქსირებული ბაზა თავისი საქმიანობის განსახორციელებლად. ასეთ შემთხვევაში შემოსავალი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში, მაგრამ შემოსავლის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც მიეკუთვნება ამ ფიქსირებულ ბაზას; ან
b. ფიზიკური პირი იმყოფება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში პერიოდით ან პერიოდებით, რომელთა ხანგრძლივობა შეადგენს ან ჯამში აღემატება 183 დღეს ნებისმიერი თორმეტთვიანი პერიოდის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში შემოსავალი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწოფოში, მაგრამ შემოსავლის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც მიღებულია ამ მეორე სახელმწიფოში გაწეული საქმიანობიდან.
2. ტერმინი „პროფესიული მომსახურება” მოიცავს, კერძოდ: დამოუკიდებელ სამეცნიერო, ლიტერატურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო და პედაგოგიურ საქმიანობას, აგრეთვე ექიმების, ადვოკატების, ინჟინრების, არქიტექტორების, სტომატოლოგების და ბუღალტრების დამოუკიდებელ საქმიანობა
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ · რედაქცია 24.08.2011
მუხლი 14. დამოუკიდებელი პირადი მომსახურება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 8. საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტი
- მუხლი 9. ურთიერთდამოკიდებული საწარმოები
- მუხლი 10. დივიდენდები
- მუხლი 11. პროცენტი
- მუხლი 12. როიალტი და ტექნიკური მომსახურების გადასახდელი
- მუხლი 13. შემოსავლები კაპიტალის მატებიდან
- მუხლი 15. დამოკიდებული პირადი მომსახურება
- მუხლი 17. ხელოვნების მუშაკები და სპორტსმენები
- მუხლი 19. საჯარო სამსახური
- მუხლი 20. სტუდენტები
- მუხლი 21. პროფესორები, მასწავლებლები და მეცნიერ-მუშაკები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“, მუხლი 14, №0, 24.08.2011, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016074 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.08.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1555371/muxli-14/