1. a) ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება, რომელსაც ხელშემკვრელი სახელმწიფო, მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფი ან ადგილობრივი ორგანო უხდის ფიზიკურ პირს ამ სახელმწიფოს, მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფის, ან ადგილობრივი ორგანოსთვის გაწეული სამსახურისათვის, დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში;
b) ამასთან, ამგვარი ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება დაიბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ სამსახური გაწეულ იქნა ამ სახელმწიფოში და ფიზიკური პირი, რომელიც წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტს:
(i) არის ამ სახელმწიფოს ნაციონალური პირი; ან
(ii) არ გახდა ამ სახელმწიფოს რეზიდენტი მხოლოდ სამსახურის გაწევის მიზნით.
2. a) მიუხედავად პირველი პუნქტის დებულებებისა, პენსიები და სხვა მსგავსი ანაზღაურება, რომლის გადახდა ხდება ფიზიკური პირისათვის ხელშემკვრელი სახელმწიფოს, მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ ან მათ მიერ შექმნილი ფონდებიდან, ამ სახელმწიფოს, მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფის ან ადგილობრივი ორგანოსთვის გაწეული სამსახურისათვის, დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში;
b) ამასთან, ასეთი პენსია დაიბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ ფიზიკური პირი წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტსა და ნაციონალურ პირს.
3. ამ შეთანხმების მე-15, მე-16, მე-17 და მე-18 მუხლების დებულებები გამოიყენება ხელფასის, გასამრჯელოს, სხვა მსგავსი ანაზღაურებისა და პენსიების მიმართ, ხელშემკვრელი სახელმწიფოს, მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ გაწეული კომერციული საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ მომსახურებასთან დაკავშირები
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ · რედაქცია 24.08.2011
მუხლი 19. საჯარო სამსახური
მეზობელი მუხლები
- მუხლი 11. პროცენტი
- მუხლი 12. როიალტი და ტექნიკური მომსახურების გადასახდელი
- მუხლი 13. შემოსავლები კაპიტალის მატებიდან
- მუხლი 14. დამოუკიდებელი პირადი მომსახურება
- მუხლი 15. დამოკიდებული პირადი მომსახურება
- მუხლი 17. ხელოვნების მუშაკები და სპორტსმენები
- მუხლი 20. სტუდენტები
- მუხლი 21. პროფესორები, მასწავლებლები და მეცნიერ-მუშაკები
- მუხლი 22. სხვა შემოსავლები
- მუხლი 23. კაპიტალი
- მუხლი 24. ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“, მუხლი 19, №0, 24.08.2011, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016074 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.08.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1555371/muxli-19/