1. პროფესორი, მასწავლებელი ან მეცნიერ-მუშაკის მიერ, რომელიც წარმოადგენს ან წარმოადგენდა ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, უშუალოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ჩასვლამდე, საგანმანათლებლო საქმიანობის, სამეცნიერო კვლევითი სამუშაოების ან ორივეს ერთად განხორციელებისას მიღებული შემოსავალი, უნივერსიტეტში, კოლეჯსა ან სხვა მსგავს ავტორიზებულ დაწესებულებაში, გათავისუფლებული უნდა იქნეს გადასახადისგან ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ ამგვარი საგანმანათლებლო ან კვლევითი საქმიანობა ხორციელდება ჩამოსვლიდან არა უმეტეს ორი წლისა.
2. ეს მუხლი არ იქნება გამოყენებული კვლევითი სამუშაოებიდან მიღებულ შემოსავალზე, თუ ასეთი კვლევა ტარდება არა საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ პირის ან პირთა მიერ კერძო სარგებლის მიღების მიზნით.
3. ამ მუხლის მიზნებისთვის, პირი განსაზღვრული უნდა იქნეს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტ პირად, თუ იმ ფისკალურ წელს ან იმ წლის წინამდებარე ფისკალურ წელს, როდესაც ის ეწვია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოს, იგი განიხილებოდა ამ სახელმწიფოს რეზიდენტ პირა