პროფესორის, მასწავლებლის ან მეცნიერი მუშაკის მიერ, რომელიც წარმოადგენდა ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს უშუალოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ჩასვლამდე, საგანმანათლებლო საქმიანობის ან კვლევითი სამუშაოების, განსახორციელებისას მიღებული შემოსავალი უნივერსიტეტში, კოლეჯში, სკოლასა და სხვა მსგავს საგანმანათლებლო ან კვლევით დაწესებულებაში, არაუმეტეს 2 წლის პერიოდის განმავლობაში, დაიბეგრება მხოლოდ ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. მიუხედავად ამისა, ამ მუხლის დებულება ვრცელდება პირველად ხსენებულ სახელმწიფოში ამ მიზნებისათვის პირის პირველად ჩამოსვლიდან არაუმეტეს 2 წლის პერიოდის განმავლობაშ