1. a) ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება, პენსიების გარდა, რომელსაც ხელშემკვრელი სახელმწიფო ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო უხდის ფიზიკური პირს ამ სახელმწიფოს ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიმართ გაწეული სამსახურისათვის, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში;
b) ამასთან, ამგვარი ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება იბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ სამსახური გაწეულ იქნა ამ სახელმწიფოში და ფიზიკური პირი, რომელიც წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტს:
(i) არის ამ სახელმწიფოს ნაციონალური პირი; ან
(ii) არ გახდა ამ სახელმწიფოს რეზიდენტი მხოლოდ სამსახურის გაწევის მიზნით.
2. a) მიუხედავად პირველი პუნქტის დებულებებისა, ნებისმიერი პენსია, რომლის გადახდა ხდება ფიზიკური პირისათვის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ, ამ სახელმწიფოს, მისი ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს გაწეული სამსახურისათვის, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში;
b) ამასთან, ასეთი პენსია იბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ ფიზიკური პირი წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტსა და ნაციონალურ პირს.
3. ამ შეთანხმების მე-14, მე-15, მე-16 და მე-17 მუხლების დებულებები გამოიყენება ხელფასის, გასამრჯელოს, სხვა მსგავსი ანაზღაურებისა და პენსიების მიმართ, ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ გაწეული კომერციული საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ მომსახურებასთან დაკავშირები