1. საქართველოს შემთხვევაში ორმაგი დაბეგვრა გამოირიცხება შემდეგნაირად:

a) როდესაც საქართველოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს ან ფლობს კაპიტალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებების თანახმად შეიძლება დაიბეგროს კვიპროსზე, საქართველო დაუშვებს:

(i) ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც კვიპროსზე გადახდილი საშემოსავლო გადასახადის ტოლია;

(ii) ამ რეზიდენტის კაპიტალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც კვიპროსზე კაპიტალზე გადახდილი გადასახადის ტოლია.

ასეთი გამოქვითვა, არც ერთ შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს გადასახადის იმ თანხებს, რომელიც დარიცხული იქნებოდა საქართველოში ამ შემოსავალსა და კაპიტალზე საქართველოში მოქმედი წესებითა და განაკვეთებით.

b) თუ ამ შეთანხმების ნებისმიერი დებულების შესაბამისად, საქართველოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი ან მის მფლობელობაში არსებული კაპიტალი გადასახადისგან გათავისუფლებულია საქართველოში, ამის მიუხედავად, საქართველოს შეუძლია ამ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალსა და კაპიტალზე გადასახადის მოცულობის გაანგარიშების დროს მხედველობაში მიიღოს დაბეგვრისგან გათავისუფლებული შემოსავალი ან კაპიტალი.

2. კვიპროსის შემთხვევაში ორმაგი დაბეგვრა გამოირიცხება შემდეგნაირად:

კვიპროსის გადასახადებში უცხო ქვეყნის გადასახადების ჩათვლასთან დაკავშირებით კვიპროსის კანონმდებლობის გათვალისწინებით, როდესაც, ამ შეთანხმების დებულებების თანახმად, საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი ან კაპიტალი ირთვება კვიპროსის დასაბეგრ ბაზაში, ამ შემოსავალზე და კაპიტალზე საქართველოში გადახდილი გადასახადი, გამოიქვითება შესაბამის შემოსავალზე და კაპიტალზე კვიპროსზე გადასახადის გადახდისას. ამასთან, ასეთი გამოქვითვა, არ უნდა აღემატებოდეს შემოსავალზე ან კაპიტალზე გადასახადის იმ ნაწილს, რომელიც გამოქვითვამდე იყო დაანგარიშებული და მიეწერება შემოსავალს ან კაპიტალს, რომელიც შეიძლება დაიბეგროს კვიპროსზ