1. a) როდესაც საქართველოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს, ან ფლობს კაპიტალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებების თანახმად შეიძლება დაიბეგროს სლოვაკეთის რესპუბლიკაში, საქართველო დაუშვებს:
i) ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც სლოვაკეთის რესპუბლიკაში გადახდილი საშემოსავლო გადასახადის ტოლია;
ii) ამ რეზიდენტის კაპიტალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც სლოვაკეთის რესპუბლიკაში კაპიტალზე გადახდილი გადასახადის ტოლია.
ასეთი გამოქვითვა, არც ერთ შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს გადასახადის იმ თანხებს, რომელიც დარიცხული იქნებოდა საქართველოში ამ შემოსავალსა და კაპიტალზე საქართველოში მოქმედი წესებითა და განაკვეთებით.
b) თუ ამ შეთანხმების ნებისმიერი დებულების შესაბამისად, საქართველოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი ან მის მფლობელობაში არსებული კაპიტალი გადასახადისგან გათავისუფლებულია საქართველოში, ამის მიუხედავად, საქართველოს შეუძლია ამ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალსა და კაპიტალზე გადასახადის მოცულობის გაანგარიშების დროს მხედველობაში მიიღოს დაბეგვრისგან გათავისუფლებული შემოსავალი ან კაპიტალი.
2. სლოვაკეთის რესპუბლიკის შემთხვევაში ორმაგი დაბეგვრა გამოირიცხება შემდეგნაირად:
a) სლოვაკეთის რეზიდენტის დაბეგვრისას, სლოვაკეთის რესპუბლიკა დასაბეგრ ბაზაში რთავს შემოსავლის მუხლებს, რომლებიც, ამ შეთანხმების შესაბამისად, შეიძლება დაიბეგროს საქართველოში, მაგრამ გამოქვითავს, ამ ბაზის საფუძველზე გამოანგარიშებულ საქართველოში გადახდილ გადასახადის თანხას.
b) ამასთან, ასეთი გამოქვითვა, არ უნდა აღემატებოდეს სლოვაკეთის რესპუბლიკაში გადასახადის იმ ნაწილს, რომელიც გამოქვითვამდე იყო დაანგარიშებული და მიეწერება იმ შემოსავალს, რომელიც, ამ შეთანხმების დებულებათა გათვალისწინებით, შეიძლება დაიბეგროს საქართველოშ