1.        როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს, ან ფლობს კაპიტალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებების თანახმად შეიძლება დაიბეგროს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, პირველად ხსენებული სახელმწიფო დაუშვებს:

b)      ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში გადახდილი საშემოსავლო გადასახადის ტოლია;

c)      ამ რეზიდენტის კაპიტალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიცმეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოშიკაპიტალზე გადახდილი გადასახადის ტოლია

ამასთან, ასეთი გამოქვითვა, ორივე შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს შემოსავალზე ან კაპიტალზე გადასახადის იმ ნაწილს, რომელიც გამოქვითვამდე იყო დაანგარიშებული და მიეწერება, ვითარების შესაბამისად, შემოსავალს ან კაპიტალს, რომელიც შეიძლება დაიბეგროს საქართველოში.

2.        თუ ამ შეთანხმების ნებისმიერი დებულების შესაბამისად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი ან მის მფლობელობაში არსებული კაპიტალი გადასახადისგან გათავისუფლებულია ამ სახელმწიფოში, ამის მიუხედავად, მას შეუძლია ამ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალსა და კაპიტალზე გადასახადის მოცულობის გაანგარიშების დროს მხედველობაში მიიღოს დაბეგვრისგან გათავისუფლებული შემოსავალი ან კაპიტალი.

თავი VI

სპეციალური დებულებე