1. საქართველოს შემთხვევაში ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა მოხდება შემდეგნაირად: ა) როდესაც საქართველოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს, ან ფლობს კაპიტალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებების თანახმად შეიძლება დაიბეგროს ეგვიპტეში, საქართველო დაუშვებს:

i) ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც ეგვიპტეში შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლია;

ii) ამ რეზიდენტის კაპიტალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც ეგვიპტეში კაპიტალზე გადახდილი გადასახადის ტოლია.

ასეთი გამოქვითვა, არც ერთ შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს გადასახადის იმ თანხებს, რომელიც დარიცხული იქნებოდა საქართველოში ამ შემოსავალსა და კაპიტალზე საქართველოში მოქმედი წესებითა და განაკვეთებით.

ბ) თუ ამ შეთანხმების ნებისმიერი დებულების შესაბამისად, საქართველოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი ან მის მფლობელობაში არსებული კაპიტალი გადასახადისგან გათავისუფლებულია საქართველოში, ამის მიუხედავად, საქართველოს შეუძლია ამ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალსა და კაპიტალზე გადასახადის მოცულობის გაანგარიშების დროს მხედველობაში მიიღოს დაბეგვრისგან გათავისუფლებული შემოსავალი ან კაპიტალი.

2. ეგვიპტის შემთხვევაში ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა მოხდება შემდეგნაირად:

ა) როდესაც ეგვიპტის რეზიდენტი იღებს შემოსავალს ან ფლობს კაპიტალს, ამ შეთანხმების შესაბამისად, შეიძლება დაიბეგროს საქართველოში, თუ უფრო ხელსაყრელი რეჟიმი არ არსებობს შიდა კანონმდებლობის მიხედვით, ეგვიპტე დაუშვებს:

i) ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც საქართველოში გადახდილი საშემოსავლო გადასახადის ტოლია;

ii) ამ რეზიდენტის კაპიტალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც საქართველოში კაპიტალზე გადახდილი გადასახადის ტოლია;

ბ) ასეთი გამოქვითვა, არც ერთ შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს ეგვიპტეში შემოსავალზე გადასახადის ან კაპიტალზე გადასახადის იმ ნაწილს, რომელიც გამოქვითვამდე იყო დაანგარიშებული და მიეწერება, ვითარების შესაბამისად, შემოსავალს ან კაპიტალს, რომელიც შეიძლება დაიბეგროს საქართველოში.

თავი VI

სპეციალური დებულებე