1. ანაზღაურება, მიღებული სტუდენტის, პრაქტიკანტის ან სტაჟიორის მიერ, რომელიც არის ან ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩასვლამდე იყო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და რომელიც პირველად ხსენებულ სახელმწიფოში იმყოფება მხოლოდ განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, თუ იგი განკუთვნილია მხოლოდ მისი ცხოვრების, განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ასამაღლებლად, არ დაიბეგრება ამ სახელმწიფოში, თუ დაფინანსების წყარო მდებარეობს ამ სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ.

2. ამ შეთანხმების მე-14 და მე-15 მუხლების დებულებების მიუხედავად, სტუდენტის, პრაქტიკანტის ან სტაჟიორის, რომელიც არის ან ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩასვლამდე იყო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და რომელიც პირველად ხსენებულ სახელმწიფოში იმყოფება მხოლოდ განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მიერ მიღებული ანაზღაურება, რომელსაც იგი იღებს მის მიერ პირველად ხსენებულ სახელმწიფოში მომსახურების გაწევის შედეგად, არ იბეგრება ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, იმ პირობით, რომ აღნიშნული მომსახურება უკავშირდება მის მიერ განათლების მიღებას ან კვალიფიკაციის ამაღლებას და ამგვარი მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული ანაზღაურება წარმოადგენს მისი ცხოვრებისათვის, განათლების მიღებისათვის ან კვალიფიკაციის ამაღლებისათვის აუცილებელ რესურსს არა უმეტეს 2-წლიანი პერიოდის