1. ანაზღაურება, მიღებული სტუდენტის ან სტაჟიორის მიერ, რომელიც არის ან ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩასვლამდე იყო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და რომელიც პირველად ხსენებულ სახელმწიფოში იმყოფება მხოლოდ განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, თუ იგი განკუთვნილია მხოლოდ მისი ცხოვრების, განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ასამაღლებლად, არ იბეგრება ამ სახელმწიფოში, თუ დაფინანსების წყარო მდებარეობს ამ სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ.
2. სტუდენტის ან პრაქტიკანტის მიერ, რომელიც არის ან ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩასვლამდე იყო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და რომელიც პირველად ხსენებულ სახელმწიფოში იმყოფება მხოლოდ განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით არა უმეტეს 183 დღისა, მიღებული ანაზღაურება, რომელსაც იგი იღებს მის მიერ პირველად ხსენებულ სახელმწიფოში მომსახურების გაწევის შედეგად, არ იბეგრება ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, იმ პირობით, რომ აღნიშნული მომსახურება უშუალოდ უკავშირდება მის მიერ განათლების მიღებას ან კვალიფიკაციის ამაღლება