1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს უნივერსიტეტის, კოლეჯის ან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო ან სამეცნიერო კვლევითი დაწესებულების მიწვევით ჩადის ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, მხოლოდ ასეთ ინსტიტუტებში სწავლების ან სამეცნიერო კვლევითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, პერიოდით, რომელიც არ აღემატება 3 წელს, არ დაიბეგრება გადასახადით ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ასეთ სწავლებასთან ან კვლევითი სამუშაოებთან დაკავშირებულ ანაზღაურებაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ იქნება გამოყენებული კვლევითი სამუშაოებიდან მიღებულ შემოსავალზე, თუ ასეთი კვლევა ტარდება არა საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ პირის ან პირთა მიერ კერძო სარგებლის მიღების მიზნი