1. პროფესორი, მასწავლებელი ან მეცნიერ-მუშაკი, რომელიც ორ წლამდე პერიოდის მანძილზე ჩადის ერთ-ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ამ სახელმწიფოს უნივერსიტეტში, კოლეჯში, სკოლაში ან სხვა სასწავლო ან კვლევით დაწესებულებაში სწავლების ან კვლევითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, რომელიც უშუალოდ ამ ჩასვლვმდე იყო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, იბეგრება მხოლოდ ამ მეორე სახელმწიფოში სწავლებასთან ან კვლევით სამუშაოსთან დაკავშირებულ ანაზღაურებასთან მიმართებაში. ამასთან, ეს მუხლი გამოიყენება მხოლოდ იმ პერიოდის მიმართ, რომელიც არ აჭარბებს ორ წელს პირველად ხსენებულ სახელმწიფოში ფიზიკური პირის პირველად ჩასვლის დღიდან.

2. ამ მუხლის დებულებები ეხება კვლევითი სამუშაოებიდან მიღებულ შემოსავალს, თუ ასეთი კვლევა ხორციელდება ფიზიკური პირის მიერ საზოგადოებრივი ინტერესების ფარგლებში და არა ზოგიერთი კერძო პირის ან პირების მიერ სარგებლის მიღების მიზნი