1. პროფესორი, მასწავლებელი ან მეცნიერ-მუშაკი, რომელიც ეწვევა ხელშემკვრელ სახელმწიფოს არაუმეტეს ორი წლის პერიოდისა, ამ სახელმწიფოს უნივერსიტეტში, კოლეჯში, სკოლაში ან სხვა სასწავლო ან კვლევით დაწესებულებაში სწავლების ან სამეცნიერო კვლევის მიზნით და რომელიც უშუალოდ ამ ვიზიტამდე იყო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ამგვარი სწავლებიდან ან კვლევითი სამუშაოებიდან მიღებულ ნებისმიერ ანაზღაურებაზე იბეგრება მხოლოდ ამ მეორე სახელმწიფოში. ამასთან, ამ მუხლის დებულებები ვრცელდება მხოლოდ ორი წლის პერიოდის მანძილზე, მას შემდეგ, რაც ფიზიკური პირი პირველად ეწვევა ხელშემკვრელ სახელმწიფოს აღნიშნული მიზნით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები გამოიყენება კვლევითი სამუშაოებიდან მიღებულ შემოსავალზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი სამუშაოები ტარდება საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და არა უპირატესად პირის ან პირების პირადი სარგებლის მიღების მიზნი