1. კაპიტალი, წარმოდგენილი ამ შეთანხების მე-6 მუხლით განსაზღვრული უძრავი ქონებით, რომელსაც ფლობს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და რომელიც მდებარეობს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. კაპიტალი, წარმოდგენილი მოძრავი ქონებით, რომელიც ქმნის ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებული მუდმივი დაწესებულების კომერციულ ქონების ნაწილს, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

3. კაპიტალი, წარმოდგენილი საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლოატირებული საზღვაო გემებითა და საჰაერო ხომალდებით ან მათ ექსპლოატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონებით, იბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც განთავსებულია საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი.

4. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის კაპიტალის ყველა სხვა ელემენტი იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოშ