1. კაპიტალი წარმოდგენილი ამ შეთანხმების მე-6 მუხლში ხსენებული უძრავი ქონებით, რომელიც წარმოადგენს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის საკუთრებას და იმყოფება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. კაპიტალი, რომელიც წარმოდგენილია მოძრავი ქონებით და შეადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებული მუდმივი დაწესებულების კომერციულ ქონების ნაწილს, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
3. კაპიტალი, რომელიც წარმოდგენილია საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატირებული გემებით და საჰაერო ხომალდებით, ან ამ გემებისა და საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონებით, იბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც მდებარეობს საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი.
4. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის კაპიტალის ყველა სხვა ელემენტი იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოშ