1)  a) თუ საქართველოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს ან ფლობს კაპიტალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებების თანახმად, შეიძლება დაიბეგროს გაერთიანებულ სამეფოში საქართველო დაუშვებს:

(
i) ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან გაერთიანებულ სამეფოში შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლი თანხის გამოქვითვას;

(
ii) ამ რეზიდენტის კაპიტალზე გადასახადიდან გაერთიანებულ სამეფოში კაპიტალზე გადახდილი გადასახადის ტოლი თანხის გამოქვითვას.

ამასთან, ასეთი გამოქვითვა, ნებისმიერ შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს შემოსავალზე ან კაპიტალზე გადასახადის იმ ნაწილს, რომელიც გამოქვითვამდე იყო დაანგარიშებული და მიეწერება ვითარების შესაბამისად შემოსავალსა და კაპიტალს, რომელიც შეიძლება დაიბეგროს საქართველოში.

b) როდესაც ამ შეთანხმების ნებისმიერი დებულების შესაბამისად, საქართველოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი ან მის მფლობელობაში არსებული კაპიტალი გადასახადისაგან განთავისუფლებულია გაერთიანებულ სამეფოში, საქართველოს, ამის მიუხედავად, შეუძლია ამ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალსა და კაპიტალზე გადასახადის მოცულობის გაანგარიშების დროს, მხედველობაში მიიღოს დაბეგვრისაგან გათავისუფლებული შემოსავალი და კაპიტალი.

2. გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობის დებულებების შესაბამისად, გაერთიანებული სამეფოს ფარგლებს გარეთ გადახდილი გადასახადი, ჩაითვლება გაერთიანებულ სამეფოში გადახდილად (რომელიც არ მოახდენს გავლენას მის ძირითდ პრინციპებზე):

a) საქართველოს კანონმდებლობით და ამ შეთანხმების შესაბამისად გადახდილი საქართველოს გადასახადები, პირდაპირ ან გამოქვითვის წესით, საქართველოს წყაროებიდან მიღებულ მოგებებზე, შემოსავალზე ან დაბეგვრას დაქვემდებარებულ შემოსავლებზე (გამონაკლისს წარმოადგენს დივიდენდი, გადასახადი გადაიხდება იმ მოგებაზე, საიდანაც გადახდილია დივიდენდი) ჩაითვლება, როგორც გაერთიანებულ სამეფოში გადასახადების საპირისპიროდ გადახდილად, რომლებიც გამოითვლება იმავე მოგებებზე, შემოსავალზე ან დაბეგვრას დაქვემდებარებულ სხვა შემოსავლებზე, რომლებზეც საქართველოში მოხდა გამოთვლა;

b) საქართველოს რეზიდენტი კომპანიის მიერ გაერთიანებული სამეფოს რეზიდენტი კომპანიისათვის, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს დივიდენდების გადამხდელი კომპანიის ხმების სულ მცირე 10 პროცენტს, გადახდილი დივიდენდების ჩათვლის დროს მოხდება საქართველოს გადასახადის გათვალისწინება (საქართველოს ნებისმიერი გადასახადის დამატებით, რომლის მიმართ ჩათვლა დაიშვება ამ პუნქტის a) ქვეპუნქტის დებულებების შესაბამისად), რომელიც გადაიხდება კომპანიის მიერ იმ მოგებებთან დაკავშირებით, საიდანაც ხდება ამგვარი დივიდენდების გადახდა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისათვის, მოგებები, შემოსავალი და კაპიტალის ნამეტი ღირებულება, რომელსაც ფლობს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც ამ შეთანხმების შესაბამისად შეიძლება დაიბეგროს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, ჩაითვლება ამ მეორე სახელმწიფოში არსებული წყაროებიდან წარმოშობილა