1. საქართველოს რეზიდენტის შემთხვევაში ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილება მოხდება შემდეგნაირად:

a) როდესაც საქართველოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს ან ფლობს კაპიტალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებათა თანახმად შეიძლება დაიბეგროს ლატვიაში, საქართველო დაუშვებს:

(i|) ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც ლატვიაში მიღებულ შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლია;

(ii)ამ რეზიდენტის კაპიტალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც ლატვიაში კაპიტალზე გადახდილი გადასახადის ტოლია;

ამასთან, ასეთი გამოქვითვა ნებისმიერ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს საქართველოში შემოსავალზე ან კაპიტალზე გადასახადის იმ ნაწილს, რომელიც გამოქვითვამდე იყო დაანგარიშებული და მიეწერება ვითარების შესაბამისად შემოსავალსა და კაპიტალს, რომელიც შეიძლება დაიბეგროს ლატვიაში.

b) თუ საქართველოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი ან მის მფლობელობაში არსებული კაპიტალი, ამ შეთანხმების ნებისმიერი დებულების შესაბამისად, გადასახადებისგან გათავისუფლებულია საქართველოში, საქართველოს, მიუხედავად ამისა, შეუძლია ამ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალზე ან კაპიტალზე გადასახადის მოცულობის გაანგარიშების დროს მხედველობაში მიიღოს დაბეგვრისგან გათავისუფლებული შემოსავალი და კაპიტალი.

2. ლატვიის რეზიდენტის შემთხვევაში, ორმაგი დაბეგვრა თავიდან აცილებული იქნება შემდეგნაირად:

a) როდესაც ლატვიის რეზიდენტი იღებს შემოსავალს ან ფლობს კაპიტალს, რომელიც ამ შეთანხმების თანახმად შეიძლება დაიბეგროს საქართველოში, თუ მისი ეროვნული კანონმდებლობით უფრო ხელსაყრელი პირობები არ არის გათვალისწინებული, ლატვია დაუშვებს:

(i)ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც საქართველოში მიღებულ შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლია;

(ii)ამ რეზიდენტის კაპიტალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც საქართველოში კაპიტალზე გადახდილი გადასახადის ტოლია;

ამასთან, ასეთი გამოქვითვა, ნებისმიერ შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს ლატვიაში შემოსავალსა ან კაპიტალზე გადასახადის იმ ნაწილს, რომელთა გამოქვითვამდე იყო დაანგარიშებული და მიეწერება ვითარების შესაბამისად შემოსავალსა და კაპიტალს, რომელიც შეიძლება დაიბეგროს საქართველოში.

b) a)ქვეპუნქტის მიზნებიდან გამომდინარე, როდესაც კომპანია, რომელიც არის ლატვიის რეზიდენტი, იღებს დივიდენდებს კომპანიისაგან, რომელიც არის საქართველოს რეზიდენტი და რომელშიც ის ფლობს აქციების არანაკლებ 10 პროცენტს და აქვს სრული ხმის უფლება, საქართველოში გადახდილი გადასახადი მოიცავს არა მხოლოდ დივიდენდზე გადასახადს, არამედ აგრეთვე დივიდენდის გადამხდელი კომპანიის ძირითად მოგებაზე გადახდილი გადასახადის შესაბამის ნაწილ