1. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა მთავრობები ერთმანეთს აცნობებენ ამ შეთანხმების ძალაში შესასვლელად საჭირო კონსტიტუციური მოთხოვნების დასრულების შესახებ.
2. შეთანხმება ძალაში შევა პირველ პუნქტში აღნიშნული უკანასკნელი შეტყობინების შემდეგ და მისი დებულებები ამოქმედდება ორივე ხელშემკვრელ სახელმწიფოში:
ა) წყაროსთან ამოღებული გადასახადების შემთხვევაში, შემოსავალზე, რომელიც მიიღება შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის იანვრის პირველ დღეს ან მის შემდეგ;
ბ) შემოსავალზე სხვა გადასახადების და კაპიტალზე გადასახადების შემთხვევაში, გადასახადებზე, რომლებიც გადაიხდება ნებისმიერ ფისკალურ წელს, რომელიც იწყება შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის იანვრის პირველ დღეს ან მის შემდე