ეს შეთანხმება ძალაშია, ვიდრე მისი მოქმედება არ შეწყდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ. თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება ნებისმიერი კალენდარული წლის დასრულებამდე სულ მცირე 6 თვით ადრე დიპლომატიური არხებით შეთანხმების შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტყობინების მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში, შეთანხმება შეწყვეტს მოქმედებას ორივე ხელშემკვრელ სახელმწიფოში:
a) წყაროსთან ამოღებული გადასახადების შემთხვევებში შემოსავალზე, რომელიც მიიღება შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინების მიცემის წლის მომდევნო კალენდარულ წლის იანვრის პირველ დღეს ან მის შემდეგ;
b) შემოსავალზე სხვა გადასახადების და კაპიტალზე გადასახადების შემთხვევაში გადასახადებზე, რომლებიც გადაიხდება ნებისმიერ ფისკალურ წელს, რომელიც იწყება შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინების მიცემის წლის მომდევნო კალენდარული წლის იანვრის პირველ დღეს ან მის შემდეგ.
რის დასტურადაც შეთანხმებას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.
შესრულებულია 2004 წლის 13 ოქტომბერს, ქ. რიგაში, ორ პირად, თითოეული ქართულ, ლატვიურ და ინგლისურ ენებზე, სამივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ტექსტებს შორის განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს სახელით ლატვიის რესპუბლიკის სახელით
(ხელმოწერილია) (ხელმოწერილია)
ოქმი
საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის დროს, ხელმომწერნი შეთანხმდნენ, რომ შემდეგი დებულებები წარმოადგენენ შეთანხმების ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს:
1. შეთანხმების დებულებებთან მიმართებაში:
ტერმინი „business profits“ აგრეთვე მოიცავს ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ მოგებას.
2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის e) ქვეპუნქტთან მიმართებაში:
გასაგებია, რომ საქართველოს შემთხვევაში ტერმინი „კომპანია“ მოიცავს საწარმოს, როგორც ეს განსაზღვრულია მისი ეროვნული კანონმდებლობით.
3. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებაში:
გასაგებია, რომ ხარჯები, რომლის გამოქვითვა დაშვებულია ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ, არ მოიცავს ხარჯებს, რომელთა გამოქვითვა არ მოხდებოდა, თუ მუდმივი დაწესებულება იქნებოდა ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცალკე გამოყოფილი საწარმო.
4. მე-8, მე–15 და 23-ე მუხლებთან დაკავშირებით:
გასაგებია, რომ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის, მე–15 მუხლის მე–3 პუნქტის და 23-ე მუხლის მე–3 პუნქტის დებულებები არ იქნება გამოყენებული, სანამ ლატვია არ მიიღებს თავის ეროვნულ კანონმდებლობაში ფაქტობრივი მართვის ადგილს, როგორც რეზიდენტობის განმსაზღვრელ კრიტერიუმს. ნაცვლად ამისა, შემდეგი დებულებები იქნება გამოყენებული:
მე-8 მუხლის პირველი პუნქტი:
ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ საერთაშორისო გადაზიდვებში საზღვაო გემებისა და საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციიდან მიღებული მოგება იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
მე-13 მუხლის პირველი პუნქტი:
შემოსავლები, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატირებული საზღვაო გემებისა და საჰაერო ხომალდების, ან მათ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონების გასხვისებიდან, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი:
ამ მუხლის წინა დებულებების მიუხედავად, ანაზღაურება, რომელიც მიიღება ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლოუატირებულ საზღვაო გემებზე ან საჰაერო ხომალდებზე განხორციელებული დაქირავებული შრომიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ სახელმწიფოში.
23-ე მუხლის მე-3 პუნქტი:
კაპიტალი, რომელიც წარმოდგენილია ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატირებული საზღვაო გემებითა და საჰაერო ხომალდებით, ან მათ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონებით, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
5. 22-ე მუხლთან დაკავშირებით:
პირველი პუნქტის დებულებების მიუხედავად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის შემოსავალი თამაშებიდან მოგების სახით, მიღებული მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, შესაძლოა აგრეთვე დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
6. 23-ე მუხლთან დაკავშირებით:
გასაგებია, რომ ტერმინი „კაპიტალი“, 23-ე მუხლის მიზნებისათვის, ნიშნავს უძრავ და მოძრავ ქონებას და შესაძლოა მოიცვას ნაღდი ფული, აქციები ან ქონებრივი უფლებების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები, ობლიგაციები ან სხვა სავალე ვალდებულებები, ასევე პატენტები, სასაქონლო ნიშნები, საავტორო ან სხვა მსგავსი უფლებები ან ქონება.
რის დასტურადაც ამ ოქმს ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.
შესრულებულია 2004 წლის 13 ოქტომბერს, ქ. რიგაში, ორ პირად, ქართულ, ლატვიურ და ინგლისურ ენებზე. სამივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ტექსტებს შორის განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს სახელით ლატვიის რესპუბლიკის სახელით
(ხელმოწერილია) (ხელმოწერილი