1. a) როდესაც საქართველოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებათა თანახმად შეიძლება დაიბეგროს ისრაელში, საქართველო დაუშვებს ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც ისრაელში შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლია;
ასეთი გამოქვითვა, ნებისმიერ შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს შემოსავალზე გადასახადის იმ ნაწილს, რომელიც გამოქვითვამდე იყო დაანგარიშებული და მიეწერება ვითარების შესაბამისად შემოსავალს, რომელიც შეიძლება დაიბეგროს ისრაელში;
b) როდესაც ასეთი შემოსავალი არის დივიდენდი, რომელიც გადახდილია ისრაელის რეზიდენტი კომპანიის მიერ საქართველოს რეზიდენტი კომპანიისათვის და რომელიც ფლობს დივიდენდის გამცემი კომპანიის სააქციო კაპიტალის არა ნაკლებ 25 პროცენტისა, გამოქვითვის განსაზღვრის დროს მხედველობაში იქნება მიღებული კომპანიის მიერ გადახდილი გადასახადი, რომელსაც კომპანია იხდის იმ მოგებაზე, საიდანაც ხდება დივიდენდების გადახდა.
2. ისრაელის შემთხვევაში ორმაგი დაბეგვრა აცილებული იქნება შემდეგნაირად:
a) როდესაც ისრაელის რეზიდენტი იღებს შემოსავალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებათა თანახმად შეიძლება დაიბეგროს საქართველოში, ისრაელი დაუშვებს (უცხოური გადასახადების ჩათვლასთან დაკავშირებული ისრაელის კანონმდებლობის გათვალისწინებით, რომელიც გავლენას არ მოახდენს ამ პუნქტის ძირითად პრინციპზე) ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც საქართველოში შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლია;
ასეთი გამოქვითვა, ნებისმიერ შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს შემოსავალზე გადასახადის იმ ნაწილს, რომელიც გამოქვითვამდე იყო დაანგარიშებული და მიეწერება ვითარების შესაბამისად შემოსავალს, რომელიც შეიძლება დაიბეგროს საქართველოში;
b) როდესაც ასეთი შემოსავალი არის დივიდედი, რომელიც გადახდილია საქართველოს რეზიდენტი კომპანიის მიერ ისრაელის რეზიდენტი კომპანიისათვის და რომელიც ფლობს დივიდენდის გამცემი კომპანიის სააქციო კაპიტალის არა ნაკლებ 25 პროცენტისა, გამოქვითვის განსაზღვრის დროს მხედველობაში იქნება მიღებული კომპანიის მიერ გადახდილი გადასახადი, რომელსაც კომპანია იხდის იმ მოგებაზე, საიდანაც ხდება დივიდენდების გადახდა.
3. როდესაც ამ შეთანხმების ნებისმიერი დებულების შესაბამისად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის შემოსავალი გათავისუფლებულია გადასახადისაგან ამ სახელმწიფოში, ამ სახელმწიფოს შეუძლია ამის მიუხედავად, ამ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალზე გადასახადის გაანგარიშების დროს მხედველობაში მიიღოს გადასახადისგან გათავისუფლებული შემოსავალი
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ · რედაქცია 12.05.2010
მუხლი 22. ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 16. ხელოვნების მუშაკები და სპორტსმენები
- მუხლი 17. პენსიები
- მუხლი 18. საჯარო სამსახური
- მუხლი 19. პროფესორები, მასწავლებლები და მეცნიერი მუშაკები
- მუხლი 20. სტუდენტები
- მუხლი 21. სხვა შემოსავლები
- მუხლი 23. დისკრიმინაციის თავიდან აცილება
- მუხლი 24. ურთიერთშეთანხმების პროცედურა
- მუხლი 25. ინფორმაციის გაცვლა
- მუხლი 26. შეღავათების შეზღუდვა
- მუხლი 27. დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“, მუხლი 22, №0, 12.05.2010, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016067 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.05.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1523432/muxli-22/