1. ამ შეთანხმების მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის დებულებათა გათვალისწინებით, წარსულ პერიოდში დაქირავებით მუშაობასთან დაკავშირებით ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პენსიები და სხვა მსგავსი ანაზღაურება იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
2. მიუხედავად ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებებისა, პენსიები და ხელშემკვრელი სახელმწიფოს სოციალური უსაფრთხოების კანონმდებლობის ფარგლებში განხორციელებული სხვა გადახდები დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში