1. ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. ამასთან, ასეთი პროცენტი შეიძლება დაიბეგროს აგრეთვე იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ის წარმოიქმნება, ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ პროცენტის ბენეფიციური მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ ასეთი სახით დაკისრებული გადასახადის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს პროცენტის მთლიანი თანხის 5 პროცენტს. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთობლივი შეთანხმებით განსაზღვრავენ ასეთი შეზღუდვის განხორციელების წესს.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებათა მიუხედავად, პროცენტი, რომელიც წარმოიშობა ხელშემკვრელ სახელმწიფოში, გადასახადისგან თავისუფლდება ამ სახელმწიფოში, თუ მისი გადახდა ხდება:
a) მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მთავრობის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების ან მათი ცენტრალური ბანკისათვის;
b) მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მთავრობის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების ან მათი ცენტრალური ბანკის მიერ;
c) მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი საპენსიო ფონდისათვის;
d) მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის ისეთ კორპორაციულ ობლიგაციებთან დაკავშირებით, რომლის მიმოქცევაც ხდება პირველი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საფონდო ბირჟაზე და რომელიც გამოიცა მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ;
e) სესხებთან, სავალე ვალდებულებებთან ან კრედიტთან დაკავშირებით, რომლებიც გარანტირებულია ან დაზღვეულია საერთაშორისო ვაჭრობის საფინანსო ან სადაზღვევო დაწესებულების მიერ, რომელიც მთლიანად ეკუთვნის მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოს.
4. პირველი და მე-2 პუნქტების პირობები არ გამოიყენება, თუ ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოშობილი პროცენტი გადაეხდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, რომელიც წარმოადგენს პროცენტის ბენეფიციურ მფლობელს და ასეთი პროცენტი გადახდილია ამ პირის მიერ პირველად ხსენებული სახელმწიფოს რეზიდენტისათვის ნებისმიერი საქონლის ან ინდუსტრიული, კომერციული ან სამეცნიერო მოწყობილობის განვადებით გაყიდვასთან დაკავშირებული სავალე მოთხოვნის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ შეთანხმების მე-7 მუხლის დებულებები.
5. ტერმინი „პროცენტი” მოცემულ მუხლში გამოყენებისას ნიშნავს შემოსავალს ნებისმიერი სახის სავალე მოთხოვნიდან, მისი იპოთეკური უზრუნველყოფისა და მოვალის მოგებაში მონაწილეობის უფლების არსებობის მიუხედავად; კერძოდ, შემოსავალს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებიდან, ობლიგაციებიდან ან სავალე ვალდებულებებიდან, მათზე დარიცხული პრემიებისა და მოგებების ჩათვლით. ამ მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ჯარიმები დაგვიანებულ გადახდაზე პროცენტად არ განიხილება.
6. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ პროცენტის ბენეფიციური მფლობელია ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიშობა პროცენტი იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით და სავალე მოთხოვნა, რომლის საფუძველზე ხდება პროცენტის გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ შეთანხმების მე-7 მუხლის დებულებები.
7. პროცენტი ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილად ჩაითვლება, თუ გადამხდელი არის ამ სახელმწიფოს მთავრობა ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო ან ამ სახელმწიფოს რეზიდენტი. თუ პროცენტის გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ხელშემკვრელ სახელმწიფოში გააჩნია მუდმივი დაწესებულება, რომელთან დაკავშირებული ვალდებულებიდანაც წარმოიშვა გადახდილი პროცენტი და ამ პროცენტის ხარჯის მატარებელია ასეთი მუდმივი დაწესებულება, მაშინ პროცენტი ჩაითვლება იმ სახელმწიფოში წარმოშობილად, რომელშიც მდებარეობს ასეთი მუდმივი დაწესებულება.
8. თუ პროცენტის გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის, ან ორივე მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობის გამო, პროცენტის თანხა, იმ სავალე ვალდებულების გათვალისწინებით, რომლის საფუძველზეც ხდება მისი გადახდა, აჭარბებს თანხას, რომელიც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში, გადასახდელი თანხის ნამეტი ნაწილი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეთანხმების სხვა დებულებების გათვალისწინებით
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ · რედაქცია 12.05.2010
მუხლი 11. პროცენტი
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 5 პროცენტს
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 5. მუდმივი დაწესებულება
- მუხლი 6. შემოსავალი უძრავი ქონებიდან
- მუხლი 7. მოგება ეკონომიკური საქმიანობიდან
- მუხლი 8. საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტი
- მუხლი 9. ურთიერთდამოკიდებული საწარმოები
- მუხლი 10. დივიდენდები
- მუხლი 12. როიალტი
- მუხლი 13. შემოსავლები კაპიტალის მატებიდან
- მუხლი 14. შემოსავალი დაქირავებით მუშაობიდან
- მუხლი 16. ხელოვნების მუშაკები და სპორტსმენები
- მუხლი 17. პენსიები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“, მუხლი 11, №0, 12.05.2010, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016067 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.05.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1523432/muxli-11/