1. ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. ამასთან, ასეთი პროცენტი შეიძლება დაიბეგროს აგრეთვე იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ის წარმოიქმნება, ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ, თუ პროცენტის ბენეფიციარული მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ ასეთი სახით დაკისრებული გადასახადის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს პროცენტის მთლიანი თანხის 8 პროცენტს. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთობლივი შეთანხმებით განსაზღვრავენ ასეთი შეზღუდვის გამოყენების წესს.

3. მე-2 პუნქტის დებულებების მიუხედავად, პროცენტი გადასახადისგან თავისუფლდება იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც იგი წარმოიქმნება, თუ:

a) მისი მიმღები და ბენეფიციარული მფლობელია:

(i) მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მთავრობა; მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფი ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო, ცენტრალური ბანკი ან ამ მთავრობის კუთვნილი ნებისმიერი საფინანსო ინსტიტუტი; ან

(ii) მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ამ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მთავრობის მიერ გარანტირებულ სესხთან ან კრედიტთან დაკავშირებით;

b) მისი გადახდა ხდება ნებისმიერი სამრეწველო, კომერციული ან სამეცნიერო აღჭურვილობის კრედიტით გაყიდვასთან დაკავშირებით.

4. ტერმინი „პროცენტი“ მოცემულ მუხლში გამოყენებისას ნიშნავს შემოსავალს ნებისმიერი სახის სავალე მოთხოვნიდან, მისი იპოთეკური უზრუნველყოფისა და მოვალის მოგებაში მონაწილეობის უფლების არსებობის მიუხედავად; კერძოდ, შემოსავალს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებიდან და ობლიგაციებიდან ან სავალე ვალდებულებებიდან მათზე დარიცხული პრემიებისა და მოგებების ჩათვლით. ამ მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ჯარიმები დაგვიანებულ გადახდაზე არ განიხილება როგორც პროცენტი. ტერმინი „პროცენტი“ არ მოიცავს შემოსავლის სახეობებს, რომლებიც მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის დებულებების შესაბამისად განიხილება როგორც დივიდენდი.

5. პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების დებულებები არ გამოყიენება, თუ პროცენტის ბენეფიციარული მფლობელია ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიშობა პროცენტი იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით და სავალე მოთხოვნა, რმოლის საფუძველზე გადახდილია პროცენტი, უშუალოდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას, ასეთ შემთხვევაში გამოიყენება მე-7 მუხლის დებულებები.

6. პროცენტი ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილად ჩაითვლება, როცა გადასახადის გადამხდელს წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტი. ამასთან, თუ პროცენტის გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ხელშემკვრელ სახელმწიფოში აქვს მუდმივი დაწესებულება, რომელთან დაკავშირებით წარმოშობილ დავალიანებაზე ხდება პროცენტის გადახდა და ასეთი პროცენტი ჩაითვლება იმ სახელმწიფოში წარმოქმნილად, რომელშიც მდებარეობს მუდმივი დაწესებულება.

7. თუ პროცენტის გადამხდელსა და ბენეფიციალურ მფლობელს შორის, ან ორივე მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობის გამო, სავალე მოთხოვნაზე გადახდილი პროცენტის თანხა, რომლის საფუძველზეც ხდება მისი გადახდა, აჭარბებს თანხას, რაც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ბენეფიციარულ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში, გადასახდელი თანხის ნამეტი ნაწილი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელეშმკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეთანხმების სხვა დებულებების გათვალისწინები