1. ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. ამასთან, ასეთი პროცენტი შეიძლება დაიბეგროს აგრეთვე იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ის წარმოიქმნება, ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ პროცენტის ბენეფიციალური მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ ასეთი სახით დაკისრებული გადასახადის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს პროცენტის მთლიანი თანხის 10 პროცენტს.
3. მე–2 მუხლის დებულებათა მიუხედავად, პროცენტი, რომელიც წარმოიშობა ხელშემკვრელ სახელმწიფოში და რომლის მიმღები და ბენეფიციალური მფლობელი არის მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მთავრობა, მისი პოლიტიკურ–ადმინისტრაციული ქვედანაყოფების, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების, ცენტრალური ბანკის ან ნებისმიერი საფინანსო ინსტიტუტის ჩათვლით, რომელსაც მთლიანად ფლობს ეს მთავრობა, ან პროცენტი, რომელიც წარმოიშობა ამ მთავრობის მიერ გარანტირებული სესხებით, გათავისუფლდება გადასახადისგან პირველად ხსენებულ სახელმწიფოში.
4. ტერმინი „პროცენტი“ მოცემულ მუხლში გამოყენებისას ნიშნავს შემოსავალს ნებისმიერი სახის სავალე მოთხოვნიდან, მათი იპოთეკური უზრუნველყოფისა და მოვალის მოგებაში მონაწილეობის უფლების არსებობის მიუხედავად. კერძოდ, შემოსავალს სახელმწიფოს ფასიანი ქაღალდებიდან, ობლიგაციებიდან ან სავალე ვალდებულებებიდან, მათზე დარიცხული პრემიებისა და მოგებების ჩათვლით. ტერმინი პროცენტი არ მოიცავს ნებისმიერ შემოსავალს, რომელიც მე–10 მუხლის დებულებების თანახმად განხილულია, როგორც დივიდენდი. ამ მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ჯარიმები დაგვიანებულ გადახდაზე არ განიხილება, როგორც პროცენტი.
5. პირველი, მე–2 და მე–3 პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ პროეცნტის ბენეფიციალური მფლობელი არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიშვება პროცენტი იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, ან აწარმოებს ამ მეორე სახელმწიფოში დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ განთავსებული ფიქსირებული ბაზის საშუალებით და სავალე მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადახდილია პროცენტი, უშუალოდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას ან ფიქსირებულ ბაზას. ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, გამოიყენება მე–7 ან მე–14 მუხლების დებულებები.
6. პროცენტი ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილად ჩაითვლება, როცა გადამხდელს წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტი. ამასთან, თუ პროცენტის გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ხელშემკვრელ სახელმწიფოში გააჩნია მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა, რომლებთანაც დაკავშირებით წარმოშობილ დავალიანებაზე ხდება პროცენტის გადახდა და ასეთი პროცენტი წარმოიშვა იმ მუდმივი დაწესებულების ან ფიქსირებული ბაზის მეშვეობით, მაშინ ასეთი პროცენტი ჩაითვლება წარმოქმნილად სახელმწიფოში, რომელშიც განთავსებულია მუდმივი დაწესებულება, ან ფიქსირებული ბაზა.
7. თუ პროცენტის გადამხდელსა და ბენეფიციალურ მფლობელს შორის ან ორივე მათგანსა და რომელიმე, სამე პირს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობის გამო, სავალე მოთხოვნაზე გადახდილი პროცენტის თანხა, რომლის საფუძველზეც ხდება მისი გადახდა, აჭარბებს თანხას, რაც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ბენეფიციალურ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში გადასახადის ნამეტი ნაწილი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეთანხმების სხვა დებულებების გათვალისწინები