1. ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. ამასთან, ასეთი პროცენტი შეიძლება დაიბეგროს აგრეთვე იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ის წარმოიქმნება, ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ, თუ პროცენტის ფაქტობრივი მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ ასეთი სახით დაკისრებული გადასახადის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს პროცენტის მთლიანი თანხის 10 პროცენტს.

3. მე-2 პუნქტის დებულებათა მიუხედავად, პროცენტი, რომელიც წარმოიშობა ხელშემკვრელ სახელმწიფოში და რომლის მიმღები და ფაქტობრივი მფლობელია მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მთავრობა, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფების, ხელისუფლებლის ადგილობრივი ორგანოების, ცენტრალური ბანკის ან ნებისმიერი საფინანსო ინსტიტუტის ჩათვლით, რომელსაც მთლიანად ფლობს ეს მთავრობა, ან პროცენტი, რომელიც წარმოიშობა ამ მთავრობის მიერ გარანტირებული სესხებით, გადასახადისაგან თავისუფლდება პირველად ხსენებულ სახელმწიფოში.

4. ტერმინი ,,პროცენტი” მოცემულ მუხლში გამოყენებისას ნიშნავს შემოსავალს ნებისმიერი სახის სავალე მოთხოვნიდან, მისი იპოთეკური უზრუნველყოფისა და მოვალის მოგებაში მონაწილეობის უფლების არსებობის მიუხედავად; კერძოდ, შემოსავალს სახელმწიფოს ფასიანი ქაღალდებიდან, ობლიგაციებიდან ან სავალე ვალდებულებებიდან, მათზე დარიცხული პრემიებისა და მოგებების ჩათვლით. ტერმინი ,,პროცენტი” არ მოიცავს ნებისმიერ შემოსავალს, რომელიც მე-10 მუხლის დებულების თანახმად განხილულია, როგორც დივიდენდი. ამ მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ჯარიმები დაგვიანებულ გადახდაზე არ განიხილება როგორც პროცენტი.

5. პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ პროცენტის ფაქტობრივი მფლობელია ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიშობა პროცენტი იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, ან აწარმოებს ამ მეორე სახელმწიფოში დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ განთავსებული ფიქსირებული ბაზის საშუალებით და სავალე მოთხოვნა, რომლის საფუძველზე ხდება პროცენტის გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას ან ფიქსირებულ ბაზას. ასეთ შემთხვევაში, კონკრეტულული გარემოებებიდან გამომდინარე, გამოიყენება მე-7 ან მე-14 მუხლის დებულებები.

6. პროცენტი ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილად ჩაითვლება, როცა გადამხდელს წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტი. ამასთან, თუ პროცენტის გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ხელშემკვრელ სახელმწიფოში აქვს მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა, რომლებთან დაკავშირებით წარმოშობილ დავალიანებაზე ხდება პროცენტის გადახდა, ამასთან, ამ პროცენტის გადახდის ხარჯებს ეწევა ასეთი მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა, მაშინ ასეთი პროცენტი ჩაითვლება იმ სახელმწიფოში წარმოქმნილად, რომელშიც მდებარეობს მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა.

7. თუ პროცენტის გადამხდელსა და ფაქტობრივ მფლობელს შორის, ან ორივე მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობის გამო, სავალე მოთხოვნაზე გადახდილი პროცენტის თანხა, რომლის საფუძველზეც ხდება მისი გადახდა, აჭარბებს თანხას, რაც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ფაქტობრივ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში გადასახდელი თანხის ნამეტი ნაწილი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეთანხმების სხვა დებულებების გათვალისწინები