1. შემოსავალი, რომელსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი ფიზიკური პირი პროფესიული მომსახურების ან დამოუკიდებელი ხასიათის მქონე სხვა საქმიანობის შედეგად, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ მას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ აქვს რეგულარულად ხელმისაწვდომი ფიქსირებული ბაზა თავისი საქმიანაობის განხორციელების მიზნით. თუ მას ამგვარი ფიქსირებული ბაზა აქვს, შემოსავალი შეიძლება დაიბეგროს მეორე სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც იგი მიეკუთვნება ასეთ ფიქსირებულ ბაზას. ამ მიზნით, ჩაითვლება, რომ ფიზიკური პირის, რომელიც არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც იმყოფება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში პერიოდით ან პერიოდებით, რომელთა საერთო ხანგრძლივობა არ აღემატება 183 დღეს, ნებისმიერი თორმეტთვიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც იწყება ან მთავრდება მოცემულ ფისკალურ წელს, რომელსაც აქვს რეგულარულად ხელმისაწვდომი ფიქსირებული ბაზა ამ მეორე სახელმწიფოში და შემოსავალი, რომელსაც ის იღებს ამ მეორე სახელმწიფოში განხორციელებული ზემოთ აღნიშნული საქმიანობიდან, მიეწერება ამ ფიქსირებულ ბაზას.

2. ტერმინი ,,პროფესიული მომსახურება” მოიცავს, კერძოდ: დამოუკიდებელ სამეცნიერო, ლიტერატურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო და პედაგოგიურ საქმიანობას, აგრეთვე ექიმების, ადვოკატების, ინჟინრების, არქიტექტორების, სტომატოლოგების და ბუღალტრების დამოუკიდებელ საქმიანობა