1. ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. ამასთან, ასეთი პროცენტი შეიძლება დაიბეგროს აგრეთვე იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ის წარმოიქმნება, ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ პროცენტის ბენეფიციალური მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ ასეთი სახით დაკისრებული გადასახადის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს პროცენტის მთლიანი თანხის 10 პროცენტს.

3. მე-2 მუხლის დებულებათა მიუხედავად, პროცენტი, რომელიც წარმოიშობა ხელშემკვრელ სახელმწიფოში და რომლის მიმღები და ბენეფიციალური მფლობელია მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მთავრობა, მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფის, ხელისუფლებლის ადგილობრივი ორგანოების, ცენტრალური ბანკის ან ნებისმიერი საფინანსო ინსტიტუტის ჩათვლით, რომელსაც მთლიანად ფლობს ეს მთავრობა, ან პროცენტი, რომელიც წარმოიშობა ამ მთავრობის მიერ გარანტირებული სესხებით, გათავისუფლდება გადასახადისაგან პირველად ხსენებულ სახელმწიფოში.

4. ტერმინი ,, პროცენტი” მოცემულ მუხლში გამოყენებისას ნიშნავს შემოსავალს ნებისმიერი სახის სავალე მოთხოვნიდან, მათი იპოთეკური უზრუნველყოფისა და მოვალის მოგებაში მონაწილეობის უფლების არსებობის მიუხედავად. კერძოდ, შემოსავალს სახელმწიფოს ფასიანი ქაღალდებიდან, ობლიგაციებიდან ან სავალე ვალდებულებებიდან, მათთან დაკავშირებული პრემიების და მოგებათა ჩათვლით. ტერმინი პროცენტი არ შეიცავს ნებისმიერ შემოსავალს, რომელიც მე-10 მუხლის დებულებათა თანახმად განხილულია, როგორც დივიდენდი. ამ მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ჯარიმები არათავისდროულ გადახდაზე არ განიხილება, როგორც პროცენტი.

5. პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ პროცენტის ბენეფიციალური მფლობელი არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიშობა პროცენტი იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, ან აწარმოებს ამ მეორე სახელმწიფოში დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ განთავსებული ფიქსირებული ბაზის საშუალებით, და სავალე მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებითაც გადახდილია პროცენტი, პირდაპირ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას ან ფიქსირებულ ბაზას. ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, გამოიყენება მე-7 ან მე-14 მუხლების დებულებები.

6. პროცენტი წარმოქმნილად ჩაითვლება ხელშემკვრელ სახელმწიფოში, როცა გადამხდელად გამოდის ამ სახელმწიფოს რეზიდენტი. თუ პროცენტის გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ხელშემკვრელ სახელმწიფოში გააჩნია მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა, რომლებთანაც დაკავშირებულია დავალიანება, რომელზეც მოხდა პროცენტის გადახდა და ასეთი პროცენტი წარმოიშვა იმ მუდმივი დაწესებულების ან ფიქსირებული ბაზის მეშვეობით, მაშინ ასეთი პროცენტი ჩაითვლება წარმოქმნილად სახელმწიფოში, რომელშიც განთავსებულია მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა.

7. თუ გადამხდელსა და ბენეფიციალურ მფლობელს შორის, ან მათსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების არსებობის გამო, სავალე მოთხოვნაზე გადახდილი პროცენტის თანხა, რომლის საფუძველზეც ხდება მისი გადახდა, აჭარბებს თანხას, რაც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ბენეფიციალურ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში გადახდის ნამეტი ნაწილი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეთანხმების სხვა დებულებების გათვალისწინები