1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონებიდან (სოფლის ან სატყეო მეურნეობიდან მიღებული შემოსავლების ჩათვლით) მიღებული შემოსავალი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. ტერმინს ,,უძრავი ქონება” ექნება ის მნიშვნელობა, რომელიც მას გააჩნია იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით, რომელშიც მდებარეობს განსახილველი ქონება. ამ შეთანხმების ის დებულებები, რომლებიც ეხება უძრავ ქონებას, მოიცავს აგრეთვე იმ ქონებასაც, რომელსაც უძრავი ქონების მიმართ დამხმარე ხასიათი გააჩნია; პირუტყვს, სოფლისა და სატყეო მეურნეობაში გამოყენებულ მოწყობილობის უფლებებს, რომლებსაც ეხება მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული ზოგადი სამართლის დებულებები, ნებისმიერ ოფციონს ან უძრავი ქონებით სარგებლობის მსგავს უფლებას, უძრავი ქონების უზუფრუქტს, უფლებებს ცვლად ან ფიქსირებულ გადასახადებზე, რომლებიც წარმოადგენენ მინერალური წიაღისეულის, საბადოებისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დამუშავების, ან დამუშავების უფლებისათვის კომპენსაციას. საზღვაო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებები უძრავ ქონებად არ განიხილება.
3. პირველი პუნქტის დებულებები ეხება უძრავი ქონების პირდაპირი გამოყენების, გაქირავების ან ნებისმიერი სხვა ფორმით გამოყენების შედეგად მიღებულ შემოსავლებს, ისევე როგორც უძრავი ქონების გასხვისებით მიღებულ შემოსავალს.
4. თუ აქციების ან სხვა კორპორაციული უფლებების ფლობა კომპანიაში, უფლებას აძლევს ასეთი აქციების ან კორპორაციული უფლებების მფლობელს გამოიყენოს კომპანიის კუთვნილი უძრავი ქონება, მაშინ შემოსავალი პირდაპირი გამოყენებიდან, გაქირავებიდან ან ასეთი უფლებების ნებისმიერი სხვა ფორმით გამოყენებიდან შეიძლება დაიბეგროს ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს უძრავი ქონება.
5. პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტების დებულებები აგრეთვე ეხება საწარმოს უძრავი ქონებიდან და დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გაწევის დროს გამოყენებული უძრავი ქონებიდან მიღებულ შემოსავლებ