1. ამ შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს:

a) ტერმინი ,,ტერიტორია” საქართველოს მიმართ ნიშნავს მსოფლიო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ სივრცეს მის საზღვრებში, მათ შორის სახმელეთო სივრცეს, შიდა წყლებს, ტერიტორიულ ზღვას, მათ წიაღს და საჰაერო სივრცეს მათ ზემოთ, რომელსაც საქართველო ახორციელებს სუვერენიტეტს, ასევე მის ტერიტორიულ ზღვასთან მიმდებარე განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართაც საქართველო ახორციელებს თავისი სუვერენულ უფლებებს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად;

b) ტერმინი ,,ლიტვა” ნიშნავს ლიტვის რესპუბლიკას და როცა იხმარება გეოგრაფიული მნიშვნელობით ნიშნავს ლიტვის რესპუბლიკის ტერიტორიას და მისი ტერიტორიული წყლების მოსაზღვრე ნებისმიერ სხვა არეალს, სადაც ლიტვის რესპუბლიკის კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ვრცელდება ლიტვის უფლებები ზღვის ფსკერზე, წიაღსა და ბუნებრივ რესურსებზე.

c) ტერმინი ,,ხელშემკვრელი სახელმწიფო” და ,,მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო” ნიშნავს საქართველოს ან ლიტვას, კონტექსტის შესაბამისად;

d) ტერმინი ,,პირი” მოიცავს ფიზიკურ პირს, კომპანიას და პირთა ნებისმიერ სხვა გაერთიანებას;

e) ტერმინი ,,კომპანია” ნიშნავს ნებისმიერ კორპორაციულ წარმონაქმნს ან ნებისმიერ ერთეულს, რომელიც გადასახადით დაბეგვრის მიზნით განიხილება, როგორც დაბეგვრის სუბიექტი;

f) ტერმინი ,,ხელშემკვრელი მხარის საწარმო” და ,,მეორე ხელშემკრველი მხარის საწარმო” შესაბამისად ნიშნავს საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტის მიერ და საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება მეორე ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტის მიერ;

g) ტერმინი ,,საერთაშორისო გადაზიდვა” ნიშნავს ნებისმიერ გადაზიდვას გემებითა და საჰაერო ხომალდებით, რომელთა ექსპლოატაცია ხდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გემებისა და საჰაერო ხომალდების ექსპლოატაცია ხდება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განლაგებულ პუნქტებს შორის.

h) ტერმინი ,, კომპეტენტური ორგანო” ნიშნავს:

(I) საქართველოს შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტროს ან მის სრულუფლებიან წარმომადგენელს;

(II) ლიტვის შემთხვევაში, ფინანსთა მინისტრს ან მის სრულუფლებიან წარმომადგენელს;

i) ტერმინი ,,ნაციონალური პირი” ნიშნავს:

(I) ნებისმიერ ფიზიკურ პურს, რომელსაც გააჩნია ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქალაქეობა, ან მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

(II) ნებისმიერ იურიდიულ პირს, ამხანაგობას ან ასოციაციას, რომელსაც ასეთი სტატუსი მიღებული აქვს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ შეთანხმების გამოყენების დროს ნებისმიერ ტერმინს, რომელიც მასში არ არის განსაზღვრული, ექნება ის მნიშვნელობა, რაც მას ენიჭება ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით იმ გადასახადების მიმართ, რომლებზედაც ვრცელდება შეთანხმება, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო კანონმდებლობაში არსებული ტერმინების განსაზღვრებებს უპირატესობა ენიჭებათ იმ განსაზღვრებებთან მიმართებაში, რომლებიც მათ გააჩნიათ ამ სახელმწიფოს სხვა კანონები