1. ეს შეთანხმება გამოიყენება შემოსავლებსა და კაპიტალზე იმ გადასახადების მიმართ, რომელთა შეგროვება ხდება ხელშემკვრელი მხარის ან მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფების, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ, მათი გადახდის წესის მიუხედავად.
2. შემოსავლებზე და კაპიტალზე გადასახადებად ითვლება ყველა ის გადასახადი, რომლითაც იბეგრება შემოსავლის ან კაპიტალის მთლიანი თანხა, ან მათი ცალკეული ელემენტები, გადასახადები უძრავი ან მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებულ შემოსავლებზე და, ასევე, კაპიტალის ნამატზე.
3. არსებული გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება:
a) საქართველოს შემთხვევაში:
(I) საწარმოთა მოგების (შემოსავლის) გადასახადი;
(II) ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადი;
(III) საწარმოს ქონების გადასახადი;
(IV) ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადი
(შემდგომში ,, საქართველოს გადასახადები”);
b) ლიტვის შემთხვევაში:
(I) მოგების გადასახადი (pelno mokestis);
(II) საშემოსავლო გადასახადი (pajamu mokestis);
(III) იმ საწარმოთა გადასახადი, რომლებიც იყენებენ დადგენილად კუთვნილ კაპიტალს (palukanos uz valstybinio kapitalo naudojima),(შემდგომში ,,ლიტვის გადასახადები”).
4. შეთანხმება გამოიყენება აგრეთვე ყველა იდენტური ან არსებითად ანალოგიური გადასახადის მიმართ, რომელიც შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ იქნება დაწესებული არსებული გადასახადების დამატებით ან მათ ნაცვლად. ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს აცნობებენ მათ შესაბამის საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი არსებითი ცვლილებების შესახე