1. ტერმინი ,,მუდმივი დაწესებულება”, ამ შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ნიშნავს საქმიანობის ფიქსირებულ ადგილს, რომლის მეშვეობითაც საწარმოს საქმიანობა ხორციელდება მთლიანად ან ნაწილობრივ.

2. ტერმინი ,, მუდმივი დაწესებულება” მოიცავს, კერძოდ:

a) მართვის ადგილს;

b) ფილიალს;

c) ოფისს;

d) ფაბრიკას;

e) სახელოსნოს, და

f) მაღაროს, ნავთობის ან გაზის ჭაბურღილს, კარიერს ან ბუნებრივი რესურსების მოპოვების ნებისმიერ სხვა ადგილს.

3. სამშენებლო მოედანი, სამონტაჟო ან საამწყობო ობიექტი, მუდმივ დაწესებულებად ითვლება მხოლოდ მაშინ, თუ ის არსებობს ცხრა თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.

4. ამ მუხლის წინა დებულებათა მიუხედავად, ტერმინი ,,მუდმივი დაწესებულება” არ მოიცავს:

a) ნაგებობების გამოყენებას, მხოლოდ საწარმოს კუთვნილი საქონლის ან ნაკეთობების შენახვის, დემონსტრირების, ან მიწოდების მიზნით;

b) საწარმოს კუთვნილი საქონლით ან ნაკეთობებით მომარაგებას, მათი მხოლოდ შენახვის, დემონტსრირების ან მიწოდების მიზნით;

c) საწარმოს კუთვნილი საქონლით ან ნაკეთობებით მომარაგებას სხვა საწარმოს მიერ მათი გადამუშავების მიზნით;

d) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას, მხოლოდ საწარმოსათვის საქონლის, ან ნაკეთობების შესყიდვის, ან ინფორმაციის შეგროვების მიზნით;

ე) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას საწარმოსათვის მხოლოდ მოსამზადებელი, ან დამხმარე ხასიათის ნებისმიერი სხვა საქმიანობის განხორციელების მიზნით;

ვ) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენების ა)-დან ე)-მდე ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ საქმიანობათა სახეობების ნებისმიერი კომბინაციის განსახორციელებლად, იმ პირობით, რომ ფიქსირებული ადგილიდან წარმოებულ საერთო საქმიანობას, რომელიც წარმოიშობა ასეთი კომბინაციის შედეგად, აქვს მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათი.

5. პირველი და მე-2 პუნქტების დებულებათა მიუხედავად, თუ პირი, რომელიც არ წარმოადგენს მე-6 პუნქტში აღნიშნულ დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტს, მოქმედებს საწარმოს სახელით, გააჩნია და ჩვეულებრივ იყენებს ხელშემკრელ სახელმწიფოში საწარმოს სახელით კონტრაქტის დადების უფლებას, ეს საწარმო განიხილება, როგორც მუდმივი დაწესებულების მქონე ამ სახელმწიფოში. იგივე გავრცელდება ამ პირის მიერ საწარმოსათვის განხორციელებულ ნებისმიერ საქმიანობასთან დაკავშირებით, გარდა იმ საქმიანობისა, რომელიც აღწერილია მე-4 პუნქტში. ეს უკანასკნელი, განხორციელებული, თუნდაც ფიქსირებული ადგილის მეშვეობით, აღნიშნული პუნქტის დებულებების შესაბამისად, არ გადააქცევს საქმიანობის ამ ფიქსირებულ ადგილს მუდმივ დაწესებულებად.

6. საწარმო არ განიხილება ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულების მქონედ, თუ ის ამ სახელმწიფოში საქმიანობას ახორციელებს ბროკერის, კომისიონერის ან დამოუკიდებელი სტატუსის მქონე ნებისმიერი სხვა აგენტის მეშვეობით, იმ პირობით, თუ ეს პირები მოქმედებენ თავიანთი ჩვეული საქმიანობის ფარგლებში.

7. ის ფაქტი, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია აკონტროლებს ან თავად კონტროლდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ, ან ახორციელებს საქმიანობას ამ მეორე სახელმწიფოში (მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან სხვა სახით), თავისთავად არ გადააქცევს ერთ-ერთ ამ კომპანიას მეორის მუდმივ დაწესებულება