1. შემოსავლები, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონების გასხვისებიდან, როგორც ეს განსაზღვრულია მე-6 მუხლში, ან აქციები კომპანიაში, რომლის კაპიტალი შედგება, ძირითადად, ასეთი ქონებისგან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. შემოსავალი იმ მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც ქმნის ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებული მუდმივი დაწესებულების კომერციული ქონების ნაწილს, ან შემოსავალი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის განკარგულებაში მყოფი ფიქსირებული ბაზის კუთვნილი მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარეობს დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გასაწევად, ასეთი მუდმივი დაწესებულების (ცალკე ან მთელ საწარმოსთან ერთად), ან ასეთი ფიქსირებული ბაზის გასხვისებიდან მიღებული შემოსავლის ჩათვლით, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
3. შემოსავალი, რომელიც მიიღება საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატირებული გემებისა და საჰაერო ხომალდების ან მათ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონების გასხვისებიდან, გადასახადებით იბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც მდებარეობს საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი.
4. შემოსავალი, პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებში აღნიშნული ქონების გარდა ნებისმიერი სხვა ქონების გასხვისებიდან, იბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ქონების გამსხვისებელი პირ