1. შემოსავლები, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონების გასხვისებიდან, როგორც ეს განსაზღვრულია მე–6 მუხლში, შეიძლება დაიბეგროს გადასახადებით ამ მეორე სახელმწიფოში.

2. შემოსავლები იმ მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც შეადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში შექმნილი მუდმივი წარმომადგენლობის ქონების ნაწილს ან შემოსავლები ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს განკარგულებაში მყოფი მუდმივი ბაზის კუთვნილი მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იმყოფება დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გასაწევად, ასეთი მუდმივი წარმომადგენლობის (ცალკე ან მთელ საწარმოსთან ერთობლივად) გასხვისებიდან მიღებული შემოსავლების ჩათვლით ან ასეთი მუდმივი ბაზის გასხვისებიდან მიღებული შემოსავალი, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

3. შემოსავლები, რომლებიც მიიღება ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ ამ კონვენციის მე–3 მუხლის პირველი პუნქტის g) ქვეპუნქტში აღნიშნული საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლოატირებული სატრანსპორტო საშუალებებიდან და ასეთი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონების გასხვისებიდან, დაიბეგრება მხოლოდ ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში.

4. შემოსავლები ნებისმიერი სხვა ქონების გასხვისებიდან, გარდა იმისა, რომელზეც ლაპარაკია 1-ლ, მე-2 და მე-3 პუნქტებში, დაიბეგრება გადასახადით მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ქონების გამსხვისებელი პირ