1. თუ

a) ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო პირდაპირ ან ირიბად მონაწილეობს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლსა ან კაპიტალში; ან

b) ერთი და იგივე პირები პირდაპირ ან ირიბად მონაწილეობენ ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოსა და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლსა ან კაპიტალში,და ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ორ საწარმოს შორის კომერციულ ან ფინანსურ ურთიერთდამოკიდებულებაში იქმნება ან მყარდება პირობები, განსხვავებული იმათგან, რომლებსაც ადგილი ექნებოდათ ორ დამოუკიდებელ საწარმოს შორის ურთიერთობისას, მაშინ ნებისმიერი მოგება, რომელიც შეიძლებოდა რომელიმე მათგანს დარიცხოდა, მაგრამ ამ პირობების არსებობის გამო არ დაერიცხა, შეიძლება ჩართულ იქნეს ამ საწარმოს მოგებაში და, შესაბამისად, დაიბეგროს გადასახადით.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო ამ სახელმწიფოს საწარმოს მოგებაში რთავს და შესაბამისად ბეგრავს გადასახადით იმ მოგებას, რომელთან მიმართებაში მეორე ხელშემკვრელი ქვეყნის საწარმო დაექვემდებარა დაბეგვრას ამ მეორე სახელმწიფოში და ასეთი სახით ჩართული მოგება წარმოადგენს მოგებას, რომელიც შეიძლებოდა დარიცხულიყო პირველად ხსენებული სახელმწიფოს საწარმოზე, თუკი ამ ორ საწარმოს შორის იქნებოდა იგივე ურთიერთობა, როგორც დამოუკიდებელ საწარმოებს შორის, მაშინ ეს მეორე სახელმწიფო მოახდენს მის მიერ ამ მოგებაზე დარიცხული გადასახადის შესაბამის კორექტირებას. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ აწარმოონ კონსულტაციები ორივე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მოგების დარიცხვის წესის შესახებ შეთანხმების მიღწევის მიზნი