1. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავლები მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონებიდან (სოფლისა და სატყეო მეურნეობიდან შემოსავლების ჩათვლით), შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. ტერმინს „უძრავი ქონება“ აქვს ის მნიშვნელობა, რომელიც მას გააჩნია იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით, რომელშიც მდებარეობს აღნიშნული ქონება. ეს ტერმინი ნებისმიერ შემთხვევაში შეიცავს ქონებას, რომელთაც გააჩნიათ დამხმარე ხასიათი უძრავი ქონების მიმართ, სოფლისა და ტყის მეურნეობაში გამოყენებულ პირუტყვსა და მოწყობილობებს, უფლებებს, რომელთა მიმართაც იყენებენ მიწის საკუთრებასთან დაკავშირებულ ზოგადი სამართლის დებულებებს, უძრავი ქონების უზუფრუქტს და უფლებას ცვალებად და ფიქსირებულ გადასახადებზე, რომლებიც გადაიხდება როგორც კომპენსაცია მინერალური წიაღისეულის მარაგის, წყაროების და სხვა ბუნებრივი რესურსების დამუშავებისათვის ან დამუშავების უფლებისათვის. ამ კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის g) ქვეპუნქტში აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები არ განიხილება როგორც უძრავი ქონება.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები გამოიყენება შემოსავლებზე, რომლებიც მიიღება უძრავი ქონების პირდაპირი გამოყენებიდან, იჯარით გაცემიდან ან ნებისმიერი სხვა ფორმით გამოყენებიდან.

4. ამ მუხლის პირველი და მე–3 პუნქტების დებულებები გამოიყენება აგრეთვე შემოსავლებზე საწარმოს უძრავი ქონებიდან და შემოსავლებზე უძრავი ქონებიდან, რომელიც გამოიყენება დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გასაწევა