1. ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტები შეიძლება დაიბეგროს გადასახადით ამ მეორე სახელმწიფოში.

2. ამასთან, ასეთი პროცენტი შეიძლება დაიბეგროს აგრეთვე იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ისინი წარმოიქმნება ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ მიმღები წარმოადგენს პროცენტების ფაქტობრივ მფლობელს ასეთ შემთხვევაში გადახდევინებული გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს პროცენტების მთლიანი თანხის 10 პროცენტს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიუხედავად, არ იბეგრება პროცენტები, რომელიც წარმოიქმნება ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში და გადაეხდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მთავრობას ან მის წარმომადგენლობით ორგანოს.

ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დაადგენენ ასეთი ორგანოების ჩამონათვალს.

4. ტერმინი „პროცენტი“ ამ მუხლში გამოყენებისას ნიშნავს შემოსავალს ნებისმიერი სახის სავალო მოთხოვნიდან, დამოუკიდებლად იმისა, უზრუნველყოფილია თუ არ არის უზრუნველყოფილი გირაოთი და გადაეცემა თუ არ გადაეცემა დებიტორების მოგებაში მონაწილეობის უფლება და, კერძოდ, შემოსავალს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების და შემოსავალს ობლიგაციების ან სავალო ვალდებულებებზე პრემიებისა და მოგებათა ჩათვლით, რომლებიც გადაიხდებიან ამ ფასიან ქაღალდებზე, ობლიგაციებსა და სავალო ვალდებულებებზე. ამ მუხლის მიზნებისათვის, ჯარიმები არათავისდროულ გადახდაზე არ განიხილება როგორც პროცენტები.

5. ამ მუხლის 1-ლი და მე–2 პუნქტის დებულებები არ გამოიყენება, თუ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც პროცენტების ფაქტობრივი მფლობელი, ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც წარმოიშობა პროცენტებოი იქ არსებული მუდმივი წარმომადგენლობის მეშვეობით ან ამ მეორე სახელმწიფოში ეწევა დამოუკიდებელ პირად მომსახურებას აქ მდებარე მუდმივი ბაზის მეშვეობით და სავალო მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც გადაიხდება პროცენტები, ნამდვილად დაკავშირებულია ასეთ მუდმივ წარმომადგენლობასთან ან მუდმივ ბაზასთან. ასეთ შემთხვევაში, ვითარებიდან გამომდინარე, გამოიყენება ამ კონვენციის მე–7 და მე–14 მუხლების დებულებები.

6. ითვლება, რომ პროცენტები წარმოიქმნება ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ გადამხდელად გამოდის თვითონ ეს სახელმწიფო, მისი ორგანოები ან ამ სახელმწიფოს რეზიდენტი. თუ, ამასთან, პროცენტების გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, გააჩნია ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი წარმომადგენლობა ან მუდმივი ბაზა, რომლებთანაც დაკავშირებით წარმოიქმნა დავალიანება, რომელზეც გადაიხდება პროცენტები და ამ პროცენტების გადახდის ხარჯებს ეწევა მუდმივი წარმომადგენლობა ან მუდმივი ბაზა, მაშინ ითვლება, რომ ასეთი პროცენტები წარმოიქმნება იმ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს მუდმივი წარმომადგენლობა ან მუდმივი ბაზა.

7. თუ პროცენტების გადამხდელსა და ფაქტობრივი მფლობელს შორის ან მათსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობის გამო სავალო მოთხოვნაზე განკუთვნილი პროცენტული თანხა, რომლის საფუძველზეც იგი გადაიხდება, ნებისმიერი მიზეზით აჭარბებს თანხას, რომელიც შეთანხმებული იქნებოდა პროცენტის გადამხდელსა და ფაქტიურ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული პროცენტული თანხების მიმართ. ამ შემთხვევაში ზედმეტად გადახდილი სახსრები ექვემდებარება დაბეგვრას ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად ამ კონვენციის სხვა დებულებების გათვალისწინები