1. ამ კონვენციის მიზნებისათვის, ტერმინი „მუდმივი წარმომადგენლობა“ ნიშნავს საქმიანობის მუდმივ ადგილს, რომლის მეშვეობითაც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო მთლიანად ან ნაწილობრივ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში.
2. ტერმინი „მუდმივი წარმომადგენლობა“, კერძოდ, მოიცავს:
a) მართვის ადგილს;
b) ფილიალს (განყოფილება);
c) კანტორას (ოფისი);
d) ფაბრიკას;
e) სახელოსნოს;
f) მაღაროს, საბადოს, გაზის ან ნავთობის ჭაბურღილს, კარიერს, დანადგარს, ნაგებობას ან ბუნებრივი რესურსების ძიების, მოპოვების და დამუშავების ნებისმიერ სხვა ადგილს.
3. სამშენებლო მოედანი, სამონტაჟო ან საამწყობო ობიექტი ქმნიან მუდმივ წარმომადგენლობას, თუ ისინი არსებობენ იმ დროის განმავლობაში, რომელიც აღემატება 6 თვეს.
4. ამ მუხლის წინამდებარე დებულებების მიუხედავად, ტერმინი „მუდმივი წარმომადგენლობა“ არ მოიცავს:
a) ნაგებობების გამოყენებას და საწარმოოს კუთვნილი საქონლისა და ნაკეთობათა მარაგის ფლობას, მათი მხოლოდ შენახვისა და დემონსტრირების ან შემდგომი ტრანსპორტირების მიზნით;
b) ამ საწარმოს კუთვნილი საქონლის ან ნაკეთობათა მარაგის ფლობას, მხოლოდ და მხოლოდ სხვა საწარმოს მიერ მათი გადამუშავების მიზნით;
c) საქმიანობის მუდმივი ადგილის ფლობას მხოლოდ და მხოლოდ ამ საწარმოსათვის საქონლის ან ნაკეთობათა შესყიდვის ან ინფორმაციის შეგროვების მიზნით;
d) საქმიანობისათვის მუდმივი ადგილის ფლობას საწარმოსათვის მხოლოდ მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის ნებისმიერი სხვა საქმიანობის განხორციელების მიზნით;
e) საქმიანობის მუდმივი ადგილის ფლობას მხოლოდ და მხოლოდ a)-d) ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ საქმიანობათა სახეობების ნებისმიერი კომბინაციის განსახორციელებლად, იმ პირობით, რომ ასეთი კომბინაციის შედეგად საქმიანობის მუდმივ ადგილზე წარმოქმნილ ერთობლივ საქმიანობას აქვს მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათი.
5. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტების დებულებათა მიუხედავად, თუ პირი, დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტის გარდა, რომელზეც საუბარია ამ მუხლის მე-6 პუნქტში, ახორციელებს საქმიანობას ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს სახელით, გააჩნია და ჩვეულებრივ იყენებს პირველ ხელშემკვრელ სახელმწიფოში უფლებამოსილებას დადოს კონტრაქტები საწარმოს სახელით ან ინახავს საწარმოს კუთვნილ საქონელსა და ნაკეთობებს, რომლიდანაც ხორციელდება ამ საქონლისა და ნაკეთობების რეგულარული მიწოდება საწარმოს სახელით, მაშინ ეს საწარმო განიხილება, როგორც ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი წარმომადგენლობის მქონედ ნებისმიერი საქმიანობის მიმართ, რომელსაც ეს პირი ახორციელებს საწარმოსათვის, იმ შემთხვევის გამოკლებით, როცა ამ პირის საქმიანობა შემოიფარგლება ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული საქმიანობით.
6. საწარმო არ განიხილება, როგორც მუდმივი წარმომადგენლობის მქონედ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუკი ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იგი ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას ბროკერის, კომისიონერის ან ნებისმიერი სხვა დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტის მეშვეობით იმ პირობით, რომ ეს პირები მოქმედებენ თავიანთი ჩვეული საქმიანობის ფარგლებში.
7. ის ფაქტი, რომ ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო აკონტროლებს ან კონტროლდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ ან ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში (მუდმივი წარმომადგენლობის მეშვეობით ან სხვა სახით), თავისთავად არ გადააქცევს ერთ–ერთს ამ საწარმოებიდან მეორის მუდმივ წარმომადგენლობა