1. ამ კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი“ ნიშნავს პირს, რომელიც ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება მასში დაბეგვრას, საცხოვრებელი ადგილის, მუდმივი ადგილსამყოფლის, იურიდიული პირის რეგისტრაციის (წარმოქმნის) ადგილის მიხედვით ან სხვა ანალოგიური კრიტერიუმის საფუძველზე. ამასთან ერთად ეს ტერმინი არ მოიცავს პირს, რომელიც ექვემდებარება ამ ქვეყანაში დაბეგვრას მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ ეს პირი შემოსავლებს იღებს ამ სახელმწიფოში არსებული წყაროებიდან.
2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, ფიზიკური პირი არის ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, მისი სტატუსი განისაზღვრება შემდეგნაირად:
a) იგი ითვლება იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი, თუ მას მუდმივი საცხოვრებელი ორივე ხელშემკვრელ სახელმწიფოში აქვს, იგი ითვლება იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას გააჩნია უფრო მჭიდრო პირადი და ეკონომიკური კავშირები (სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი);
b) თუ შეუძლებელია იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს დადგენა, სადაც მას აქვს სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი, ან თუ მას არც ერთ ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი, იგი ითვლება იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც იგი ჩვეულებრივ ცხოვრობს;
g) თუ იგი ჩვეულებრივ ცხოვრობს ორივე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ან ჩვეულებრივ არ ცხოვრობს არც ერთ მათგანში, მაშინ იგი ითვლება იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტად, რომლის ეროვნულ პირსაც წარმოადგენს;
d) თუ იგი არ არის არც ერთი მათგანის ეროვნული პირი, მაშინ ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ასეთი პირის დაბეგვრის შესახებ საკითხებს გადაწყვეტენ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად პირი, რომელიც არ არის ფიზიკური პირი, წარმოადგენს ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ იგი ითვლება მხოლოდ იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც იგი რეგისტრირებულია (წარმოქმნილია