1. ამ კონვენციის მიზნებისათვის ტერმინი "ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი" ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება დაბეგვრას საცხოვრებელი ადგილის, რეზიდენტობის, ფაქტობრივი მართვის ორგანოს ადგილსამყოფლის ან შექმნის ადგილის ან ნებისმიერი სხვა ანალოგიური კრიტერიუმის საფუძველზე.

ტერმინი ასევე მოიცავს ხელშემკვრელ სახელმწიფოს, მის პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ ქვედანაყოფს ან ადგილობრივ ხელისუფლებას. თუმცა ეს ტერმინი არ მოიცავს ნებისმიერ პირს, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას ამ სახელმწიფოში, მხოლოდ ამ სახელმწიფოში არსებული წყაროებიდან მიღებულ შემოსავლებთან ან მასში მყოფ კაპიტალთან მიმართებაში.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც პირველი პუნქტის დებულებათა საფუძველზე ფიზიკური პირი არის ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, მაშინ მისი სტატუსი განისაზღვრება შემდეგნაირად:

a) იგი ითვლება იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, რომელშიც მას გააჩნია მის მფლობელობაში მქონე მუდმივი საცხოვრებელი; თუ მას გააჩნია მის მფლობელობაში მქონე მუდმივი საცხოვრებელი ორივე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, იგი ითვლება იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, რომელშიც მას გააჩნია უფრო მჭიდრო პირადი და ეკონომიკური კავშირები (სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი);

b) თუ შეუძლებელია იმ სახელმწიფოს დადგენა, რომელშიც მას გააჩნია სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი ან, თუ არც ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ გააჩნია მას მის მფლობელობაში არსებული მუდმივი საცხოვრებელი, იგი ითვლება იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, რომელშიც იგი ჩვეულებრივ ცხოვრობს;

c) თუ იგი ჩვეულებრივ ცხოვრობს ორივე სახელმწიფოში ან არც ერთ მათგანში, იგი ითვლება იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, რომლის ნაციონალურ პირსაც იგი წარმოადგენს;

d) თუ რეზიდენტის სტატუსი არ შეიძლება იყოს განსაზღვრული a) - c) ქვეპუნქტების შესაბამისად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები გადაწყვეტენ ამ საკითხს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც პირველი პუნქტის დებულებათა მიზეზით პირი, რომელიც არ არის ფიზიკური პირი, წარმოადგენს ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ იგი ითვლება იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მდებარეობს მისი ფაქტობრივი მართვის ორგანოს ადგილ