1. ამ კონვენციის მიზნებისათვის, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარებს:

a) ტერმინები:

(i) ტერმინი "საქართველო", გეოგრაფიული შინაარსით ნიშნავს საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში მოქცეულ მთელ ტერიტორიას და მოიცავს შიდა და ტერიტორიულ წყლებს, აგრეთვე განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონას და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართ, საერთაშორისო სამართლისა და ნაციონალური კანონმდებლობის თანახმად, ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია, სუვერენული უფლებები და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა:

(ii) ტერმინი "ყაზახეთი" ნიშნავს ყაზახეთის რესპუბლიკას და გეოგრაფიული შინაარსით გამოყენებისას ტერმინი "ყაზახეთი" მოიცავს ტერიტორიულ წყლებს, აგრეთვე განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონას და კონტინენტურ შელფს, რომელზეც ყაზახეთს შეუძლია განსაზღვრული მიზნებისათვის განახორციელოს სუვერენული უფლებები და იურისდიქცია საერთაშორისო სამართლის შესაბამისად და რომლებშიც გამოიყენება ყაზახეთის გადასახადების მარეგულირებელი კანონები;

b) ტერმინი "პირი" მოიცავს ფიზიკურ პირს, კომპანიას და პირთა ნებისმიერ სხვა გაერთიანებას;

c) ტერმინი "კომპანია" ნიშნავს ნებისმიერ კორპორაციულ გაერთიანებას ან ნებისმიერ სხვა ეკონომიკურ ერთეულს, რომელიც განიხილება, როგორც კორპორაციული გაერთიანება გადასახადით დაბეგვრის მიზნით;

d) ტერმინი "ხელშემკვრელი სახელმწიფო" და „სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფო" კონტექსტიდან გამომდინარე ნიშნავს საქართველოს ან ყაზახეთს;

e) ტერმინი "ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო" და "სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო" ნიშნავს შესაბამის საწარმოს, რომელიც იმართება ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ და საწარმოს, რომელიც იმართება სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ;

f) ტერმინი "საერთაშორისო გადაზიდვა" ნიშნავს ნებისმიერ გადაზიდვას საზღვაო ან საჰაერო ხომალდებით, საავტომობილო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებით, რომელთა ექსპლოატაცია ხდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი გადაზიდვა ხდება უშუალოდ სხვა ხელშემკვრელ სახელმწიფოში განლაგებულ პუნქტებს შორის;

g) ტერმინი "კომპეტენტური ორგანო" ნიშნავს:

(i) საქართველოში: ფინანსთა მინისტრს ან მის სრულუფლებიან წარმომადგენელს;

(ii) ყაზახეთში: ფინანსთა მინისტრს ან მის სრულუფლებიან წარმომადგენელს;

h) ტერმინი "ნაციონალური პირი" ნიშნავს:

(i) ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქალაქეობა;

(ii) ნებისმიერ იურიდიულ პირს, ამხანაგობას ან ასოციაციას, რომელსაც ასეთი სტატუსი მიღებული აქვს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

i) ტერმინი "კაპიტალი" 23-ე მუხლის (კაპიტალი) მიზნებისათვის ნიშნავს მოძრავ და უძრავ ქონებას და მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება ამით) ნაღდ ფულად საშუალებებს, აქციებს ან სხვა დოკუმენტებს, რომლებიც ამტკიცებენ მესაკუთრის უფლებას, თამასუქებს, ობლიგაციებს ან სხვა სავალო ვალდებულებებს, აგრეთვე პატენტებს, სავაჭრო ნიშნებს, საავტორო უფლებებს ან სხვა მსგავს უფლებებს ან საკუთრებას.

2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ნებისმიერ დროს კონვენციის გამოყენებისას ნებისმიერ ტერმინს, რომელიც არ არის მასში განსაზღვრული, ექნება ის მნიშვნელობა, რაც მას გააჩნია ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით გადასახადებთან მიმართებაში, რომლებზედაც ვრცელდება კონვენცია, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ გამოყენებული საგადასახადო კანონმდებლობის ნებისმიერი განსაზღვრება აღემატება იმ განსაზღვრებას, რომელიც ტერმინს ენიჭება ამ სახელმწიფოს სხვა კანონების მიხედვი