1. იმ შემთხვევაში, როდესაც:
a) ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლსა ან კაპიტალში; ან
b) ერთი და იგივე პირები პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობენ ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლსა ან კაპიტალში;
და თითოეულ შემთხვევაში ამ ორ საწარმოს შორის კომერციულ და ფინანსურ ურთიერთდამოკიდებულებაში იქმნება ან მყარდება პირობები, განსხვავებული იმათგან, რომლებსაც ადგილი ექნებოდათ ორ დამოუკიდებელ საწარმოს შორის ურთიერთობისას, მაშინ ნებისმიერი მოგება, რომელიც შეიძლებოდა რომელიმე მათგანს დარიცხოდა, მაგრამ ამ პირობების არსებობის გამო მას არ დაერიცხა. შეიძლება ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ჩართულ იქნეს ამ საწარმოს მოგებაში და, შესაბამისად, დაიბეგროს გადასახადით.
2. თუ ხელშემკვრელი სახელმწიფო ამ სახელმწიფოს საწარმოს მოგებაში რთავს და შესაბამისად ბეგრავს მოგებას, რომელთაც მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო დაიბეგრა ამ მეორე სახელმწიფოში, და ასეთი სახით ჩართული მოგება წარმოადგენს მოგებას, რომელიც შეიძლებოდა დარიცხულიყო პირველად ხსენებული სახელმწიფოს საწარმოზე, თუკი ამ ორ საწარმოს შორის იქმნებოდა იგივე პირობები. როგორც დამოუკიდებელ საწარმოებს შორის, მაშინ ამ მეორე სახელმწიფოს შეუძლია მოახდინოს მის მიერ ამ მოგებაზე დარიცხული გადასახადის თანხის შესაბამისი კორექტირება. ასეთი კორექტირების განსაზღვრის შემთხვევაში სათანადო წესით იქნება განხილული ამ კონვენციის სხვა დებულებებიც, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთთან ჩაატარებენ კონსულტაციტებ