1. ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტები შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. ასეთი პროცენტები შეიძლება დაიბეგროს აგრეთვე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ისინი წარმოიქმნება ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ, თუ მიმღები ან პროცენტის ფაქტობრივი მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ ასეთი სახით გადახდევინებული გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს პროცენტის საერთო თანხის 10 პროცენტს.

3. მე-2 პუნქტის დებულებათა მიუხედავად:

a) ერთ-ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი პროცენტები, რომელიც გადაიხდება ობლიგაციებზე, სავალე ვალდებულებებზე ან სხვა მსგავს ვალდებულებებზე ამ სახელმწიფოს მთავრობისათვის, ამ სახელმწიფოს ცენტრალური ბანკისათვის, მისი ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ქვედანაყოფისათვის, ან ადგილობრივი ორგანოსათვის, განთავისუფლდება გადასახადისაგან ამ სახელმწიფოში;

b) ერთ-ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი პროცენტები, რომელიც გადაიხდება ობლიგაციებზე, სავალე ვალდებულებეზე ან სხვა მსგავს ვალდებულებებზე მეორე სახელმწიფოს მთავრობისათვის, მეორე სახელმწიფოს ცენტრალური ბანკისათვის, მისი ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ქვედანაყოფისათვის, ან ადგილობრივი ორგანოსათვის, განთავისუფლდება გადასახადისაგან პირველად ხსენებულ სახელმწიფოში.

4. ტერმინი "პროცენტი"ამ მუხლში გამოყენებისას ნიშნავს შემოსავალს ნებისმიერი სახის სავალე ვადებულებიდან, გირაოთი უზრუნველყოფისა თუ არაუზრუნველყოფის და მევალის მოგებაში მონაწილეობის უფლების არსებობის თუ არარსებობის მიუხედავად და, კერძოდ, შემოსავალს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების და ობლიგაციების ან სავალე ვალდებულებებიდან, ამ ფასიანი ქაღალდებიდან, ობლიგაციებიდან ან სავალე ვალდებულებებიდან მიღებული პრემიებისა და მოგებათა ჩათვლით. ამ მუხლის მიზნებისათვის ჯარიმები არათავისდროულ გადახდაზე არ განიხილება, როგორც პროცენტი.

5. 1-ლი და მე-2 პუნქტის დებულებები არ გამოიყენება, თუ პროცენტის ფაქტობრივი მფლობელი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, ორომელშიც წარმოიშობა პროცენტი იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან ამ მეორე სახელმწიფოში ეწევა დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ არსებული მუდმივი ბაზის მეშვეობით და სავალე მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც გადაიხდება პროცენტი, ნამდვილად ეკუთვნის ასეთ მუდმივ დაწესებულებას ან მუდმივ ბაზას. ასეთ შემთხვევაში, ვითარებიდან გამომდინარე, გამოიყენება მე-7 (მოგება სამეწარმეო საქმიანობიდან) მუხლის ან მე-14 (დამოუკიდებელ პირადი მომსახურება) მუხლის დებულებები, მდგომარეობისდა მიხედვით.

6. ითვლება, რომ პროცენტი წარმოიქმნება ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ გადამხდელად გამოდის თვით ეს სახელმწიფო, მისი ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ქვედანაყოფი, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები ან ამ სახელმწიფოს რეზიდენტი. თუ, ამასთან, პროცენტის გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, წარმოადგენს თუ არა იგი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, გააჩნია ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულება ან მუდმივი ბაზა, რომელთა დაკავშირებითაც წარმოიქმნა დავალიანება, რომელზეც გადაიხდება პროცენტი და ასეთი პროცენტი გადაიხდება ასეთ მუდმივი დაწესებულების ან მუდმივი ბაზის მიერ, მაშინ ითვლება, რომ ასეთი პროცენტები წარმოიქმნება სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს ასეთი მუდმივი დაწესებულება ან მუდმივი ბაზა.

7. თუ პროცენტების გადამხდელსა და ფაქტობრივ მფლობელს შორის ან მათსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობის გამო სავალე მოთხოვნაზე განკუთვნილი პროცენტული თანხა, რომლის საფუძველზეც იგი გადაიხდება, აჭარბებს თანხას, რაც შეთანხმებული იქნებოდა პროცენტის გადამხდელსა და ფაქტობრივ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში, გადასახადის ნამეტი ნაწილი კვლავ ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად ამ კონვენციის სხვა დებულებების გათვალისწინებით.

8. ამ მუხლის დებულებები არ გამოიყენება, თუ ნებისმიერი პირის, რომელიც დაკავშირებულია სავალე მოთხოვნის შექმნასთან ან გადაცემასთან, რომელთა მიმართაც გადაიხდება პროცენტები, ძირითად ან ერთ-ერთ ძირითად მიზანს წარმოადგენდა ამ მუხლიდან სარგებლის მიღება ასეთი სავალე მოთხოვნის შექმნის გადაცემის გზი