1. ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტები, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. ამასთან, ასეთი პროცენტი შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ისინი წარმოიქმნება, ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ მიმღები წარმოადგენს პროცენტების ფაქტობრივ მფლობელს, მაშინ ასეთი წესით გადახდევინებული გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს პროცენტების მთლიანი თანხის 10%-ს. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ურთიერთშეთანხმებით დაადგენენ ასეთი შეზღუდვის გამოყენების წესს.

3. ამ მუხლში გამოყენებული ტერმინი „პროცენტი“ ნიშნავს შემოსავალს ნებისმიერი სახის სავალე მოთხოვნიდან, იპოთეკური უზრუნველყოფისა და მევალის მოგებაში მონაწილეობის უფლების არსებობის მიუხედავად. კერძოდ, შემოსავალს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებიდან და ობლიგაციებიდან ან სავალე მოთხოვნებიდან, ამ ფასიანი ქაღალდებიდან, ობლიგაციებიდან ან სავალე მოთხოვნებიდან მიღებული პრემიებისა და მოგებების ჩათვლით. ამ მუხლის მიხნებისათვის, ჯარიმები არათავისდროულად გადახდაზე არ განიხილება, როგორც პროცენტები.

4. 1-ლი და მე-2 პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეხიდენტი, როგორც პროცენტების ფაქტობრივი მფლობელი, ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც წარმოიშობა პროცენტები იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან ამ მეორე სახელმწიფოში ეწევა დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ არსებული მუდმივი ბაზის მეშვეობით და სავალე მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც გადაიხდება პროცენტები, ნამდვილად არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან ან მუდმივ ბაზასთან. ასეთ შემთხვევაში, ვითარებიდან გამომდინარე, გამოიყენება მე-7 და მე-14 მუხლების დებულებები.

5. ითვლება, რომ პროცენტები წარმოიქმნება ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ გადამხდელად გამოდის თვითონ ეს სახელმწიფო, მისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დანაყოფი, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო ან ამ სახელმწიფოს რეზიდენტი. თუ პროცენტების გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, გააჩნია ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულება ან მუდმივი ბაზა, რომლებთან დაკავშირებითაც წარმოიქმნა დავალიანება, რომელზეც გადაიხდება პროცენტები, და ამ პროცენტების გადახდის ხარჯებს ეწევა ასეთი მუდმივი დაწესებულება ან მუდმივი ბაზა, მაშინ ითვლება, რომ ასეთი პროცენტები წარმოიქმნება იმ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს მუდმივი დაწესებულება ან მუდმივი ბაზა.

6. თუ გადამხდელსა და პროცენტების ფაქტობრივ მფლობეს შორის ან მათსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობის გამო სავალე მოთხოვნაზე განკუთვნილი პროცენტული თანხა, რომლის საფუძველზეც იგი გადაიხდება, აჭარბებს თანხას, რაც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და პროცენტის ფაქტობრივ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში, გადასახადის ნამეტი ნაწილი კვლავ ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად ამ შეთანხმების სხვა დებულებების გათვალისწინები