1. დივიდენდები, რომლებსაც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია გადაუხდის მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. ამასთან, ასეთი დივიდენდები შეიძლება აგრეთვე დაიბეგტოს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდის გადამხდელი კომპანია, ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ მიმღები წარმოადგენს დივიდენდების ფაქტობრივ მფლობელს, მაშინ ასეთი სახით გადახდევინებული გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს:

a) დივიდენდების საერთო თანხის 5%-ს, თუ კომპანია (ამხანაგობისაგან განსხვავებული) არის დივიდენდების ფაქტობრივი მფლობელი და იმავდროულად არის დივიდენდების გადამხდელი კომპანიის სწესდებო ფონდის (ქონების) არანაკლებ 25%-ის მფლობელი;

b) დივიდენდების საერთო თანხის 10%-ს ყველა დანარჩენ შემთხვევაში.

ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ურთიერთშეთანხმებით დაადგენენ ასეთი შეზღუდვის გამოყენების წესს.

ეს პუნქტი არ შეეხება კომპანიის დაბეგვრას იმ მოგებასთან მიმართებით, რომლიდანაც გაიცემა დივიდენდები.

3. ამ მუხლში გამოყენებისას, ტერმინი „დივიდენდები“ ნიშნავს შემოსავალს აქციებიდან ან სხვა უფლებებიდან, რომლებიც არ წარმოადგენენ სავალე მოთხოვნებს, იძლევიან მოგებაში მონაწილეობის უფლებას, აგრეთვე შემოსავალს სხვა კორპორაციული უფლებებიდან, რომლებიც ექვემდებარებიან ისეთსავე საგადასახადო რეგულირებას, როგორსაც აქციებზე შემოსავალი იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს მოგების გამანაწილებელი კომპანია.

4. 1-ლი და მე-2 პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ დივიდენდების ფაქტობრივი მფლობელი, როგორც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტიც არის დივიდენდების გადამხდელი კომპანია, იქ არსებული მუდმივი დაწესებულებების მეშვეობით ან ამ მეორე სახელმწიფოში ახორციელებს დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ არსებული მუდმივი ბაზიდან და ჰოლდინგი, რომლის მიმართაც გადაიხდება დივიდენდები, ნამდვილად განეკუთვნება ასეთ მუდმივ დაწესებულებას ამ მუდმივ ბაზას. ასეთ შემთხვევაში, ვითარდებიან გამომდინარე, გამოიყენება მე-7 და მე-14 მუხლების დებულებები.

5. იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია იღებს მოგებას ან შემოსავალს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, ამ მეორე სახელმწიფოს შეუძლია მთლიანად გაანთავისუფლოს აღნიშნული კომპანიის მიერ გაცემული დივიდენდები გადასახადისაგან იმ შემთხვევის გარდა, როდესაც ეს დივიდენდები გადაეხდება ამ მეორე სახელმწიფოს რეზიდენტს ან თუ ჰოლდინგი, რომლის მიმართაც გადაიხდება დივიდენდები, ნამდვილად განეკუთვნება მეორე სახელმწიფოში მდებარე მუდმივ დაწესებულებას ან მუდმივ ბაზას და არ შეუძლია დაბეგვრას დაუქვემდებაროს კომპანიის გაუნაწილებელი მოგება მაშინაც კი, თუ დივიდენდები გაიცემა ან გაუნაწილებელი მოგება მთლიანად ან ნაწილობრივ შედგება ამ მეორე სახელმწიფოში წარმოქმნილი მოგებიდან ან შემოსავლებიდა